| ბანკ "ქართუს" შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ფულის სახით ამოღებული თანხა დაუბრუნეს |
|
12/01/2012 16:27 (130 დღე 10:58 minutes ago) | ||||||||||||
![]() ბანკ "ქართუს" შსს-ს მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო დაუბრუნეს.
მთავარი პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - ფულის გათეთრება) დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკ "ქართუს" ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით გადაირიცხა, რაც მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს გამორიცხავს".
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|












