Reuters: ქართველი მაგნატი რუსულ აქტივებს ყიდის


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

კრედიტები იაფდება

ავტორი ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო თავისუფლება

21/01/2012 11:04 (121 დღე 16:22 minutes ago)

national-bank-of-georgia.jpg

საქართველოს ეროვნული  ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

18 იანვრის გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები სთვის გასაცემი სესხის განაკვეთი 25 პუნქტით შემცირდა და, ჯამში, 6,5 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის განმარტებით, კრედიტის გაიაფება შესაძლებელი გახდა ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის გამო. საინტერესოა, როგორ აისახება ეროვნული ბანკის პოლიტიკა კომერციული ბანკები სა და მათი მომხმარებლების საქმიანობაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი , რომლის საქმიანობის უმთავრესი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში განუხრელად ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. 18 იანვრის გადაწყვეტილება ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შემცირებული ინფლაციითა და იმედისმომცემი პროგნოზით ახსნა. ინფლაციის დაბალ დონეზე ამახვილებს ყურადღებას „საქსტატის“ ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძეც:

„დეკემბრის დასაწყისში გამოვაქვეყნეთ ინფლაციის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, წლიური ინფლაციის  მაჩვენებელი 1,9 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 1,9 პროცენტი.“

„საქსტატისა“ და ეროვნული ბანკის მონაცემებით, ასევე დაბალი, 0,4 პროცენტია საბაზო ინფლაცია, ანუ  ინფლაცია, სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით. ბანკის პროგნოზით, ეს ტენდენცია შენარჩუნდება მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ ხადურის თქმით, კრედიტების გაიაფების ხელსაყრელ პირობას ქმნის:

„განაკვეთის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში მიღწეულია ფასების სტაბილიზაცია, ანუ მთავარი ამოცანა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა ასწია რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტამდე, მიღწეულია. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა დაეწყო უფრო იაფი ფულის პოლიტიკა და ამით ხელს შეუწყობს მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის გაზრდას. ვფიქრობ, რომ ეს ოდნავ გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს, თუმცა, როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკს აქვს იმის გათვლა, რომ მაჩვენებელი არ გასცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 6 პროცენტია.“

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებამ კომერციულ ბანკებს მნიშვნელოვანი სარგებელი უკვე მოუტანა. საქართველოს ბანკები ს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ცუცქირიძის თქმით, 2011 წელს კომერციული ბანკები ს მოგებამ 300 მილიონ ლარს გადააჭარბა, ბანკებმა ასევე მნიშვნელოვნად -  30 პროცენტზე მეტად - გაზარდეს საკრედიტო პორტფელების მოცულობა. გიორგი ცუცქირიძის ვარაუდით, ეროვნული ბანკის პოლიტიკით ხეირს კომერციული ბანკები ს მომხმარებლებიც ნახავენ.

„შეიძლება ეს ცვლილება მყისიერად არ აისახოს საკრედიტო განაკვეთის ფასზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სიგნალი ბანკები სთვის, რომ მომავალში მოხდეს დაკრედიტების საპროცენტო განაკვეთის დაწევა - ამის ერთგვარი სტიმულატორი, ინსტრუმენტია. განაკვეთები, გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია. არ ვამბობ, რომ საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალია, მაგრამ თუ შევადარებთ ჩვენსავე მაჩვენებლებს წინა წლებში, საპროცენტო განაკვეთი ყველა მიმართულებით 1,0-1,5 პროცენტით დაწეულია“, უთხრა გიორგი ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს კომერციულ ბანკებში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 20 პროცენტია, გრძელვადიანი იპოთეკური სესხებისა - 12-14, ხოლო ბიზნესსესხებისა - 16 და მეტი პროცენტი. საქართველოს ეროვნული ბანკი ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ: ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.


ეროვნული ბანკისვე ცნობით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2012 წლის 15 თებერვალს გაიმართება.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე. 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (3 დღე 15:28 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group