საქართველოს ჩემპიონად "ზესტაფონი" გამოცხადდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

კომერციული ბანკების დამოკიდებულება პოლიტიკურად აქტიურ პირებთან უცვლელი რჩება

31/01/2012 14:39 (111 დღე 12:48 minutes ago)

national-bank-of-georgia.jpg

კომერციული ბანკები ს დამოკიდებულება პოლიტიკურად აქტიურ პირებთან უცვლელი რჩება კომერციული ბანკები ს დამოკიდებულება პოლიტიკურად აქტიურ პირებთან უცვლელი რჩება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

"კომერციული ბანკები ს მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ" საქართველოს ეროვნულ ბანკთან მოქმედი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, მ. როინიშვილის 2012 წლის 18 იანვრის #4 ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია, იუწყება ინტერპრესნიუსი.


დოკუმენტის მიხედვით, ბანკებს პოლიტიკურად აქტიურ პირებთან იგივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, რაც  - გასულ წელს. 2011 წელს ასეთ პირებთან ბანკები ს ურთიერთობის დეტალიზაცია 2010 წლის 27 მაისის ბრძანებით მოხდა.


ახალი დებულების მიხედვითაც, ისევე როგორც ძველის თანახმად, 2012 წელსაც კომერციული ბანკები ვალდებულები არიან, გამოარკვიონ, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.


"თუ კლიენტი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, ბანკმა დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: მიიღოს ბანკის ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა; მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის დასადგენად; განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების გაძლიერებული მონიტორინგი", - ნათქვამია ბრძანების მეშვიდე მუხლში.


ბრძანების მიხედვით, ბანკს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას კლიენტისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (3 დღე 15:29 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group