
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
2011 წელი „ბანკი კონსტანტა“–სთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო.
გასულ წელს ბანკის ძირითადი ფინანსური მონაცემები მკვეთრად გაიზარდა და მისი არსებობის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, 2011 წლის განმავლობაში 77%-ით გაიზარდა „ბანკი კონსტანტა“–ს აქტივები და 71%-ით გაიზარდა საკრედიტო პორტფელი, რომლის მიხედვითაც ქართული ბანკები ს რეიტინგების ათეულში მოხვდა. ამასთან, 77%–ით გაიზარდა ბანკის მსესხებელთა რაოდენობა გასული წლის მანძილზე. „ბანკი კონსტანტა“–ს მიერ 2011 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 168 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 89%–ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.
2011 წლის საკვანძო მოვლენად „ბანკი კონსტანტა“ მიიჩნევს ბანკის კაპიტალში ახალი აქციონერის, „თიბისი ბანკი“–ს შემოსვლას, რომელიც ამჟამად ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის. როგორც „ბანკი კონსტანტა“–ს გენერალური დირექტორი, ლევან ლებანიძე აცხადებს, „ბანკი კონსტანტას სააქციო კაპიტალში აღნიშნული ცვლილება, 2011 წელს ბანკის მიერ გადადგმული ერთ–ერთი სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რამაც გაამყარა ბანკის პოზიციები ქართულ საფინანსო ბაზარზე და ხელი შეუწყო მის სწრაფ ზრდას.“
„ბანკი კონსტანტა“–სთვის 2011 წელი ასევე წარმატებულად შეიძლება შეფასდეს მისთვის ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვის კუთხითაც. კერძოდ, 2011 წელს ბანკმა პირველად შესთავაზა მომხმარებელს ანაბრები, რომლის პორტფელმაც წლის ბოლომდე 14 მილიონ ლარს მიაღწია. ბანკი მიიჩნევს, რომ კონკურენტული ბაზრის მიუხედავად, „ბანკმა კონსტანტამ“ შეძლო მომხმარებლისთვის მის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება, რითაც მოახერხა დეპოზიტების ბაზარზე შესვლა. გარდა ამისა, 2011 წლის მეორე ნახევარში ბანკმა დანერგა პლასტიკური ბარათების სისტემა და ბანკომატებით აღჭურვა არსებული ფილიალები.
რაც შეეხება „ბანკი კონსტანტა“–ს ფილიალების ქსელს, 2011 წელს მათ რიცხვს შეემატა 9 ახალი ფილიალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და პარალელურად, განახლდა 3 არსებული ფილიალი. დღეისათვის, „ბანკი კონსტანტა“–ს ფილიალების რაოდენობა 30–ს აღწევს ქვეყნის მასშტაბით.
მნიშვნელოვანია აგრეთვე, აღინიშნოს 2011 წელს ბანკში განხორციელებული რებრენდინგი, რომლის შედეგადაც ბანკი სახეცვლილი ლოგოთი და ფერით წარდგა ბაზარზე. ამასთან ერთად, განახლდა ბანკის კონცეფცია, რაც სამომავლოდ ასახვას ჰპოვებს ბანკის მარკეტინგულ კომუნიკაციებში.
ასევე წარმატებულად ფასდება გასული წლის „ბანკი კონსტანტა“–ს მარკეტინგული აქტივობა სოციალური პროექტების კუთხით. 2011 წლის მანძილზე ბანკმა განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული პროექტი. აგრეთვე, შექმნა სოციალური მედიის ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი ქართულ საბანკო სივრცეში, რომლის დასტურია სოციალურ ქსელ Facebook-ში „ბანკი კონსტანტა“–ს გვარდის ათასობით მომხმარებელი.
2011 წლის წარმატებულმა შედეგებმა ასეთივე ასახვა ჰპოვა საერთაშორისო რეიტინგებსა და ჯილდოებშიც:
• საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ”M-CRIL"–მა „ბანკ კონსტანტა“–ს გაუმჯობესებული A საერთაშორისო რეიტინგი მიანიჭა.
• საერთაშორისო საგამომცემლო სახლმა „KBS-Publishing“ და მისმა ჟურნალმა ”The Banker” „ბანკ კონსტანტა“–ს საქართველოში „მცირე და საშუალო ბიზნესი ს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის’’ ჯილდო გადასცა;
• „Intelligence Group LLC“–მა „ბანკი კონსტანტა“ „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისადმი ერთგულ“ ბანკად დაასახელა;
შედეგად, 2011 წელი „ბანკი კონსტანტა“–სთვის შეიძლება შეფასდეს, როგორც მისი საბანკო ინსტიტუტად
ყოფნის კიდევ ერთი წარმატებული წელიწადი. ბანკმა საუკეთესო შედეგებით გადალახა 2011 წლის ყველა გამოწვევა და კიდევ უფრო ამბიციური გეგმები დაისახა 2012 წელს. მათ შორისაა:
• ბაზრის წილის გაზრდა სადეპოზიტო, საკრედიტო და საოპერაციო მიმართულებით;
• ახალი პროდუქტების აქტიური დანერგვა;
• ფილიალებისა და ბანკომატების ქსელის ინტენსიური გაფართოება;
• მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
• კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის როლის გაზრდა;
Related Stories