გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა წელსვე განაახლოს | რატომ ეძებენ ჩრდილო კავკასიაში ქართულ კვალს

This text is replaced by the Flash movie.

Tuesday, September 7, 2010
News Making Money

სსფ: ეკონომიკის გამოჯანსახება ძალას იკრეფს, მაგრამ რისკები რჩება

12/07/2010 12:46 (57 დღე 00:10 minutes ago)

imf.jpg
ADVERTISEMENT

 

civil.ge -- საქართველოს ეკონომიკის გამოჯანსაღება ”ძალას იკრეფს”, თუმცა ”რისკები რჩება” რაც შემცირებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და მასთან დაკავშირებულ ვალუტის გაცვლითი კურსის წნეხში გამოიხატება, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ).

 

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ 9 ივლისს საქართველოსთან 2008 წლის სექტემბერში დაწყებული პროგრამის ფარგლებში

მორიგი ტრანში - 74,8 მილიონი აშშ დოლარი - გამოუყო. პროგრამის ხანგრძლივობა ფონდმა 2011 წლის ივნისამდე გააგრძელა, ხოლო მისი საერთო მოცულობა 1.1 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.

ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ფონდის რეკომენდაციები; კერძოდ ეროვნულმა ბანკმა - სავალუტო რეზერვების დასაშვები ქვედა ზღვრის კრიტერიუმი, ხოლო მთავრობამ - ნაღდი ფულის დეფიციტის ზედა ზღვრის მაჩვენებელი. ფონდმა რეკომენდაციების შესრულების ახალ ვადად საქართველოს 2010 წლის სექტემბრის ბოლო განუსაზღვრა.

ფონდი მიესალმა საქართველოს მთავრობის ”გადაწყვეტილებას გადადოს” გადასახადის გაზრდის რეფერენდუმის გზით დამტკიცება. ეს წინადადება ეკონომიკური თავისუფლების აქტის სახელით ცნობილი პაკეტის ნაწილია.

პარლამენტმა 2009 წლის 25 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავრობას ავალდებულებს ჩაატაროს რეფერენდუმი თუ ის გადაწყვეტს საშემოსავლო, მოგების, დამატებითი ღირებულების და საბაჟო გადასახადების გაზრდას, ან ახალი გადასახადის შემოღებას. მას შემდეგ ეს წინადადება პარლამენტს აღარ განუხილია და შესაბამისად მეორე და მესამე მოსმენითაც არ მიუღია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ამ ინიციატივის შესრულების გადადება ხელს შეუწყობს ეკონომიკური პოლიტიკის ”მოქნილობას, ვიდრე ფისკალური დეფიციტის დონე არ დაუბრუნდება უფრო გონივრულ დონეს.”

ფონდი ასევე მიესალმა მთავრობის მიერ ”ახალი საშემოსავლო ზომების” მიღებას და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს მის მიერ დასახული ”ამბიციური” მიზნის შესრულება რაც 2011 წლისთვის ფისკალური დეფიციტის შემცირებას უკავშირდება.

ფონდმა აღნიშნა, რომ საბანკო სექტორის მიერ დაკრედიტება და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კრედიტის საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი შემცირება ეკონომიკის გამოჯანსაღების პროცესის მაჩვენებელია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
დაფინანსებული ლინკები

Motorhome Insurance
Breast Enlargement
Fridge Freezer
Nikon D3000
Loans




TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
რატომ ეძებენ ჩრდილო კავკასიაში ქართულ კვალს

07/09/2010 11:14 (0-6:0-18 minutes ago)

ჩრდილოკავკასიაში ვითარების გამწვავება, რაც დაღესტანში მომხდარმა მორიგმა ტერაქტმა გამოიწვია, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ მომზადებულ მებრძოლთა გააქტიურებას დაუკავშირა.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
2010 წლის აგვისტოს ინფლაცია საქართველოში

06/09/2010 14:23 (14:33 minutes ago)

ფინანსები
შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი ახალი სერვისი მომხმარებლისთვის

08/04/2010 13:50 (151 დღე 15:06 minutes ago)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.

დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (30 დღე 15:02 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group