საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, ბანკ `რესპუბლიკას” 20 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხს გამოუყოფს, რათა გაზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს დაფინანსების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.
აღნიშნული ინვესტიცია IFC-ის რეგიონული სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანი რეგიონის საბანკო სექტორის გაძლიერება და, ამასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაა, რაც მცირე და საშუალო საწარმოებისათვის დაფინანსების გაზრდის გზით ხორციელდება.
`ბანკი `რესპუბლიკა” და IFC საკმაოდ დიდი ხანია ნაყოფიერად და მაღალპროფესიულ დონეზე თანამშრომლობენ, რაც საბოლოო ჯამში საბანკო და საფინანსო სექტორებისა და ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს,“ განაცხადა ჟილბერ იმ, ბანკ `რესპუბლიკის” გენერალურმა დირექტორმა. IFC-ის სესხი უახლოეს მომავალში ჩვენი პორტფელის გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც ბანკ `რესპუბლიკას” მეტ შესაძლებლობას მისცემს საბანკო პროდუქტების ფართო არჩევანი შესთავაზოს მცირე, საშუალო და მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს.”
IFC-ის წარმომადგენელმა კავკასიაში, თომას ლუბეკმა განაცხადა: `მოხარულნი ვართ, გავაფართოვოთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ბანკ `რესპუბლიკასთან”. IFC-ის დაფინანსება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტების შესაძლებლობებს გაზრდის. იმის, გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ეკონომიკასა და დასაქმებაში, ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას.”
IFCბანკ `რესპუბლიკასთან” 2005 წლიდან თანამშრომლობს საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით. შედეგად ბანკი `რესპუბლიკა” გახდა პირველი ქართული ბანკი, რომელმაც ბოლო დროს დასავლელი ინვესტორი მოიზიდა. IFC-მ ბანკ `რესპუბლიკაში” 42 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც დაეხმარა მას გაეფართოვებინა მცირე და საშუალო ბიზნესი ს დაკრედიტების, იპოთეკური სესხებისა და საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა, ბანკი `რესპუბლიკა” IFC-ის გლობალური სავაჭრო დაფინანსების პროგრამაში გაერთიანდა, როგორც დოკუმენტური ოპერაციის ინიციატორი ბანკი.
2009 წლის მარტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა საერთაშორისო ინვესტორებმა - ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა, და მსოფლიო ბანკის ჯგუფმა, მათ შორის IFC-მ – აიღეს ვალდებულება 24.5 მილიარდამდე ევროს ღირებულების საფინანსო პაკეტით დახმარებოდნენ რეგიონის საბანკო სექტორს და გაეზარდათ გლობალური ფინანსური კრიზისით დაზარალებული საწარმოების დაფინანსება. ორწლიანი გეგმის თანახმად, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა აიღო ვალდებულება 7,5 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება გამოეყო, საიდანაც 2 მილიარდამდე ევრო IFC-ის წილი იქნებოდა. ამ გეგმის ფარგლებში IFC-ის კრიზისის დაძლევის ინიციატივები საბანკო, ინფრასტრუქტურის, სავაჭრო და სხვა სექტორებზეა ფოკუსირებული. კრიზისის დაძლევისაკენ მიმართული ღონისძიებები ასევე ხორციელდება IFC-ის ტრადიციული საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) შესახებ
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ეხმარება ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ განვითარებად ქვეყნებში მდგრად ეკონომიკურ ზრდას კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერის გზით, ასევე კერძო სექტორისათვის კაპიტალის მობილიზებით, ბიზნესი სა და ქვეყნების მთავრობებისათვის საკონსულტაციო და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული პროგრამებით. 2009 ფისკალურ წელს ჩვენს მიერ მსოფლიო ში განხორციელებულმა ინვესტიციამ 14,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ფინანსური კრიზისის პირობებში განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შედინებას შევუწყვეთ ხელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
www.ifc.org.
ბანკ `რესპუბლიკის~ შესახებ
ბანკი `რესპუბლიკა~ წამყვანი კომერციული ბანკია საქართველოში საცალო და ფინანსურ მომსახურებაში მუდმივად ზრდადი ოპერაციების მხრივ. ბანკში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ის თავის მომხმარებლებს 49 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით ემსახურება.
2006 წლის 29 სექტემბერს "სოსიეტე ჟენერალმა” (ევროს მოქმედების ზონაში ერთ-ერთი წამყვანი საბანკო საფინანსო ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBღD) ბანკ "რესპუბლიკის” საწესდებო კაპიტალის 70% შეიძინეს. 2009 წელს "სოსიეტე ჟენერალმა" წილი 80%–მდე გაზარდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
www.republic.ge.
Société Générale-ის შესახებ
`სოსიეტე ჟენერალი~ ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია ევროს მოქმედების ზონაში. ჯგუფში დასაქმებულია 163 000 ადამიანი სამი ძირითადი ბიზნესმიმართულებით:
• საცალო და ფინანსური მომსახურება; დღეისათვის ის 30 მილიონ მომხმარებელს ემსახურება მსოფლიო ში,
• გლობალური საინვესტიციო მენეჯმენტი და მომსახურება: `სოსიეტე ჟენერალი~ არის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი ევროს მოქმედების ზონაში მეურვეობაში და მართვაში არსებული აქტივების მიხედვით
• კორპორაციული და საინვესტიციო ბანკი: `სოსიეტე ჟენერალი~ დასახელებულია მსოფლიო ს წამყვან ბანკებს შორის ევროს ფინანსურ ბაზრებზე, დერივატივებში და სტრუქტურირებულ ფინანსებში.
`სოსიეტე ჟენერალი~ შედის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ბიზნესკომპანიების პირველ ხუთეულში.
`სოსიეტე ჟენერალი~ დაფუძნდა 1864 წელს და კაპიტალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით მე–7 უმსხვილეს ფრანგულ კომპანიას წარმოადგენს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია ევროს მოქმედების ზონაში. ბანკი მსოფლიო ს 82 ქვეყანაში ფუნქციონირებს და მასში 163 000 ადამიანია დასაქმებული. მისი ბიზნესი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: საცალო და ფინანსური მომსახურება, გლობალური საინვესტიციო მენეჯმენტი და მომსახურება და კორპორაციული და საინვესტიციო ბანკი. `სოსიეტე ჟენერალი~ მუდმივად გამოირჩეოდა მაღალი მოგებით, ოპერაციული ეფექტიანობითა და რისკების დახვეწილი მართვით. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე:
www.republic.ge.
Related Stories