გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

„ბორჯომი“ ბოთლის დიზაინს ცვლის | რუსულმა ემბარგომ ევროპული ბიზნესი განავითარა

This text is replaced by the Flash movie.

Thursday, September 9, 2010
News Making Money

„პუმას“ ქარხნები თურქეთიდან აჭარაში გადმოაქვს

ავტორი კოკა კალანდაძე, The FINANCIAL

15/07/2010 13:45 (56 დღე 01:32 minutes ago)

puma3_copy.jpg
ADVERTISEMENT

 

„პუმა“ თავისი ქარხნების თურქეთიდან საქართველოს შავი ზღვის რეგიონში – აჭარაში გადმოტანას აპირებს. 

 

ბობოყვათში მდებარე „პუმას“ სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექ სტილი ს“ მენეჯმენტის თქმით, თურქი პარტნიორები ბობოყვათში, 3– 4 თვეში  გადმოვლენ. ამ გადაწყვეტილების ერთ – ერთი მთავარი მიზეზი დაბალანაზღაურებადი მუშახელია.

ამჟამად, ბობოყვათის ქარხანაში შეკერილი პროდუქცია, ქართული ეტიკეტით, მთელ მსოფლიო ში იგზავნება. ქარხანა თურქ ინვესტორს ჯემალ ბილგინგულლუოღლუს ეკუთვნის, მან 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო აჭარის საფეიქრო მრეწველობაში.

„ ჩვენი მიზანია თურქეთიდან შემოსული ნახევარფაბრიკატი ტეხ სტილი ს დამუშავება, რომელთა ექსპორტი შემდგომ აზიის, ევროპის, აფრიკის, ამერიკის და სხვა ბაზრებზე ხდება,“ თქვა „აჭარა ტექ სტილი ს“ მენეჯერმა ლაშა ხალვაშმა FINANCIAL - თან საუბრისას.

„ამჟამად, აჭარის ქარხანაში 620 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 99  % ქართველია, უფრო მეტად ქალები, ხოლო დანარჩენი თურქები არიან. ხელფასები 200 დან 250 ლარამდეა, დამატებით ტრანსპორტირება, სამედიცინო დაზღვევა და ლანჩი უფასოა. ჩვენ ასევე გვაქვს ბონუს სისტემა - ვინც მეტს მუშაობს, მეტი ხელფასი აქვს,“ ამბობს ლაშა ხალვაში.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება „პუმას“ პროდუქცია ჩვენ გავგზავნოთ უცხოეთში, ბათუმის ტექ სტილი პროდუქციას მხოლოდ გლობალურ ბაზარზე გასაყიდად ამზადებს. „პუმას“ პროდუქცია აჭარიდან თურქეთში მიდის,  შემდეგ გერმანიის „პუმას“ მაღაზიებში, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიო ს „პუმას მაღაზიებში“,” გვითხრა ხალვაშმა.

„ მუშახელთა 98 % – ი არ იყო გამოცდილი, როდესაც “აჭარის ტექსტილში” მუშაობა დაიწყო, მაგრამ ჩვენ მათ ერთთვიანი უფასო სწავლება ჩავუტარეთ ანაზღაურების გარეშე. „პუმას“, ისევე როგორც სხვა ფართომასშტაბიანი კომპანიების მიზანია დაბალანაზღაურებადი მუშახელის პოვნა. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მალაიზია და ჩინეთი „პუმას“ უმსხვილესი მწარმოებლები არიან. ქართველები ნაკლებ პროდუქტიულები არიან  ( რადგან უმრავლესობა ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მუშაობდა) სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით. ახლაც კი ჩვენ სრული დატვირთვით არ ვმუშაობთ, მუშახელის მხოლოდ 30-40%, მაგრამ როდესაც ჩვენ მათ გადავამზადებთ, იმედი გვაქვს ისინი უფრო მეტად პროდუქტიულები გახდებიან,“ აცხადებს ხალვაში.

„ნახევარ ფაბრიკატის შესაკერად ჩვენ ერთ ცალ მატერიაში 30– 50 ცენტს გვიხდიან. დღეში ჩვენ 5, 000,– 8, 000 ერთეულს ვკერავთ.  „პუმას“ 2 მსგავსი ქარხანა აქვს თურქეთში.

საშუალოდ ჩვენი ფაბრიკა 150, 000 – 200, 000 შეკვეთას იღებს სხვადასხვა კლიენტებისაგან. ჩვენი ბოლო და განსაკუთრებული კლიენტი 2010 წლის იანვარში იყო ინგლისური საფეხბურთო კლუბი „ნიუკასლი“, რომელმაც „პუმასთან“ 2 წლიანი კონტრაქტი დადო და „პუმა“ ამ კლუბის ფეხბურთელებს სპორტულ ფორმებს შეუკერავს.  ყველა საჭირო სამოსის ექსპორტირება „დამზადებულია საქართველოში“ ეტიკეტით მოხდება.

სახელფასო ბიუჯეტი 130 – 140, 000 დოლარს შეადგენს და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვნახულობთ მოგებას მუშახელის არაპროდუქტიულობის გამო,მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ სექტემბერში იმისათვის, რომ მეტს მივაღწიოთ, რადგან „პუმა“ თურქეთის ქარხნების საქართველოში გადმოტანას აპირებს.

პირველი ოფიციალური „პუმას“ მაღაზია თბილისში 2007 წლის მარტში გაიხსნა.

სპორტული ტანსაცმელისა და აქსესუარების მაღაზია „პუმა“ ძალიან ცნობილი გერმანული ბრენდია, რომელსაც სათაო ოფისი აღმოსავლეთ აზიაში რუმინეთში აქვს, საიდანაც ხდება  პროდუქციის იმპორტი თბილიში.

"რუსეთი, უკრაინა , მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, საქართველო ამ ქვეყნებში“პუმას“ ყველგან ქარხნები აქვს. პუმა ჩვენ მზა პროდუქციით გვამარაგებს, ჩვენ ორჯერ მივდივართ გერმანიაში ვარჩევთ რაც გვინდა და ჩამოგვაქვს საქართველოში,“ გვითხრა „პუმას“ მაღაზიების გენერალურმა დირექტორმა მამუკა მახათაძემ.

„ საშუალო ფასი „პუმას“ თბილისის მაღაზიებში  25 დან 300 ლარამდე მერყეობს, თუმცა გვქონია 800 ლარიანი ბრენდებიც, როგორიცაა  Rudolph Dasler და Mc.Quinn. მაისურების უმრავლესობის ღირებულება 35 – 45 ლარია,“ თქვა მახათაძემ.

„ საქართველოში „პუმას“ მაღაზიათა ქსელის გახსნის იდეა 2006 წელს გაჩნდა. ჩვენ გვყავდა გაგრას საფეხბურთო კლუბი, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა  და გვინდოდა შესაფერისი სპორტული ფორმა შეგვეკერა ჩვენი ფეხბურთელებისათვის. ჩვენ წავედით უკრაინა ში და უკრაინის „ნაიკს“ ვთხოვეთ ფორმის შეკერვა. შემდეგ ვიფიქრეთ რომ „პუმას“ არ ჰყავდა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და გადავწყვიტეთ მათთვის კონკტრაქტი შეგვეთავაზებინა და შესაბამის ხალხს დავუკავშირდით.

ბესო ჩიხრაძე, გიორგი მახათაზე და მე ვიყავით ის სამი ადამიანი, ვინც „პუმა“ შემოვიყვანეთ საქართველოში, საწყისი ხარჯები საკმაოდ მაღალი იყო,  ლიცენზირების, მაღაზიის შეკეთების ხარჯების ჩათვლით, მთლიანად „პუმას“ საქართველოში შემოყვანა 200, 000 დოლარი დაგვიჯდა.  ჩვენ გვაქვს მაღაზიები პეკინის ქუჩაზე, 6 ივლისს კი ახალი მაღაზია რუსთაველის გამზირზეც გავხსენით,“ გვითხრა მახათაძემ.

„ წელს ახალი მაღაზიის გახსნას არ ვგეგმავთ, მაგრამ მომავალ წელს შესაძლოა გავხსნათ. ეს ბაზრის მოთხოვნაზეა დამოკიდებულია,“ თქვა მახათაძემ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.
დაფინანსებული ლინკები

Debt Help
Project Management Software
Submit Articles
Web Hosting
Debt Help




TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ჩრდილოეთ ოსეთში ტერაქტი მოხდა

09/09/2010 13:48 (0-6:0-31 minutes ago)

მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
2010 წლის აგვისტოს ინფლაცია საქართველოში

06/09/2010 14:23 (2 დღე 16:54 minutes ago)

ფინანსები
შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი ახალი სერვისი მომხმარებლისთვის

08/04/2010 13:50 (153 დღე 17:27 minutes ago)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.

დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (32 დღე 17:23 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group