გახადეთ საწყისი გვერდი |   ელფოსტა: გამოწერა გაუქმება

ნატოს ახალი კრიზისი სჭირდება? | “ნიბა–დელისის“ მშენებლობა ამ დრომდე შეჩერებულია


Thursday, September 9, 2010
News Making Money

ტკბილი ბიზნესი

ავტორი თაკო ხელაია, The FINANCIAL

17/07/2010 14:07 (54 დღე 01:24 minutes ago)

torti.jpg
ADVERTISEMENT

 

ტორტები საერთო და პირადი წვეულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

 

ტორტები შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ, თუმცა ისინი წვეულებას მეტად მხიარულად და დასამახსოვრებლად აქცევენ. ტორტის ერთი ნაჭერი თბილისში საშუალოდ 1,5 აშშ დოლარი ღირს. ქორწილის და იუბილეს ტორტი დაახლეობით 1000 აშშ დოლარამდე ჯდება. შოკოლადის ტორტი ხილით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია თბილისში. მცხობელები ამბობენ, რომ ქართველი მყიდველები ტორტის შეკვეთას არც ისე შემოქმედებითად უდგებიან.

“ქართველთა უმეტესობა, ვისაც ტორტის ყიდვა სურს, ურჩევნია იყიდოს რაიმე გემრიელი, თუმცა ტრადიციული” ამბობს ეკა ნაცვლიშვილი, “ბისკვიტის”, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული საცხობის მენჯერი.

“როდესაც კლიენტები საქორწილო ტორტს უკვეთავენ, ურჩევნიათ გაფორმება იყოს მხოლოდ ყვავილებით, სამწუხაროდ საქართველოში ჯერაც არაა რაიმე არაორდინალურის შეკვეთის კულტურა”.

“განსხვავება ქართველ და უცხოელ კლიენტებს შორის ისაა, რომ უცხოელები ძირითადად მრავლფეროვანი ორნამენტებით გაფორმებულ, ფერად ტორტებს უკვეთავენ. ყველაზე მოთხოვნადი ტორტი ჩვენთან არის შოკოლადის ტორტი კარამელით” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“პირადად მე ვამჯობინებდი შოკოლადის ტორტს ხილით, ასევე დიდი მოთხოვნაა მარწყვის ტორტზე, სეზონი მოთხოვნის  ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმსაზღვრელი ფაქტორია. ზაფხულში ხალხი არჩევანს ძირითადად ხილის ტორტზე აკეთებს. ალუბლის ტორტი იმდენად გემრიელია, რომ ბევრი ჩემი ერთგული მყიდველი მას ხშირად ყიდულობს”. ამბობს ნანა აბაშიძე, მცირე საცხობის მფლობელი.

“არც ისე დიდი ხნის წინ დაბადების დღე აღვნიშნე და შევუკვეთე ტორტი ერთ-ერთ საცხობში. ეს იყო ჩვეულებრივი ტორტი სანთლებით. ვფიქრობ განსხვავებული და ორიგინალური ტორტები ჯერ ჯერობით საქართველოში პოპულარული ვერ გახდება, თუმცა იგრძნობა გაკრვეული ცვლილებები მყიდველთა გემოვნებაში” -ელენე ოქროპირიძემ, 25.

“ქორწილისთვის ტორტის შერჩევას ვაპირებ. ჩემი საქორწილო ტორტი იქნება ყვავილებით გაფორმებული და ვფიქრობ ძალიან ლამაზი იქნება. განსხვავებული  ორნამენტებით ტორტის გაფორმების სურვილი არ მაქვს, რადგან ვფიქრობ კლასიკური საქორწილო ტორტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ დეკორაციას”- მაკა ტაბატაძე, 22.

“ემს ვაჟს ერთი კვირის წინ დაბადების დღე ჰქონდა, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ მისთვის საჩუქრის გაკეთება და შევუკვეთეთ საფეხბურთო მოედნის ფორმის ტორტი ფეხბურთელებით. თავიდან ვაპირებდით მანქანის ფორმის ტორტის შეკვეთას, მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რომ  ჩვენი 7 წლის ვაჟისთვის, რომელიც გიჟდება ფეხბურთის თამაშზე, საფეხბურთო მოედნის ფორმის ტორტი უკეთესი იქნებოდა”. -ქეთი გაგნიძე, 26.

Fინანციალ-თან ინტერვიუში, საცხობთა უმეტესობის წარმოამდგენელმა განაცხადა, რომ ტორტის შეკვეთისას გადამწყვეტი ფაქტორი გემოა, და არა მისი ფორმა.
“ჩვენი კომპანია ადგილობრივ ბაზარზეა უკვე 3 წელია და ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის ზალიან კმაყოფილნი იყვნენ ჩვენს მიერ  შეთავაზებული ტორტებით. ტორტის ინგრედიენტები საფრანგეთიდან შემოგვაქვს, მხოლოდ ფქვილს და კვერცხს ვყიდულობთ ადგილობრივ ბაზარზე” განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“ჩვენს საცხობში ყოველთვის დიდი არჩევანი იყო ტორტებისა. ასევე გვაქვს ტორტები იუბილეებისა და სპეციალური შემთხვევებისათვის. როდესაც ვინმე ჩვენს ტორტს გასინჯავს, არასოდეს ავიწყდება მისი გემო. ვემსახურებით უამრავ ერთგულ კლიენტს, რომლებიც ჩვენი ყველაზე ხშირი სტუმრები არიან. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ გემო და ხარისხი ჩვენი საუკეთესო რეკლამაა” ამბობს ნაცვლიშვილი.

“ტორტების ბიზნესში უკვე წლებია ვმუშაობ და არც ერთი ჩემი მყიდველი არ ყოფილა ხარისხსის გამო უკმაყოფილო. ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გემრიელი იყოს. რა თქმა უნდა გარეგანი მხარე იზიდავს კლიენტებს, თუმცა მათ ერთგულებას სწორედ გემო განაპირობებს”. განაცხადა ნანა აბაშიძემ.

“კლიენტებს ვთავაზობთ ტორტებს ხილით, კარამელით, ნიგვზით, ქოქოსით და ასე შემდეგ. საიუბილეო ტორტების ფასი იწყება 60 ლარიდან და 200 ლარს აღწევს. ფასი დამოკიდებულია ზომაზე და ფორმაზე” ამბობს ნანა აბაშიძე.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, “ბისკვიტში” საიუბილეო ტორტის ერთი ნაჭრის ფასი დაახლეობით 3,50 ლარია. ტორტის მაქსიმალურმა ფასმა შეიძლება 1500-2000 ლარამდეც მიაღწიოს, ზომის მიხედვით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
დაფინანსებული ლინკები

Debt Help
IKA Laboratory Equipment
Cheap Home Insurance
House Insurance
Debt Help




TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია მიხეილ სააკაშვილს გაპრემიერებაში ხელს შეუშლის

09/09/2010 15:26 (0-7:0-55 minutes ago)

ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მზადაა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში ახლა მაინც ჩაერთონ.

დაწვრილებით...
პრეს-რელიზები
2010 წლის აგვისტოს ინფლაცია საქართველოში

06/09/2010 14:23 (2 დღე 17:08 minutes ago)

ფინანსები
შემოსავლების სამსახურის კიდევ ერთი ახალი სერვისი მომხმარებლისთვის

08/04/2010 13:50 (153 დღე 17:41 minutes ago)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას.

დაზღვევა
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ

07/08/2010 13:54 (32 დღე 17:37 minutes ago)

სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group