
“ელვისს” ყოველდღიურად 2000 ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.
სულ მალე თბილისელებსა და ტურისტებს “ელვის ამერიქან დიანერ” ის ახალი ფილიალი უმასპინძლებს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “ელვისი” დროის მცირე მონაკვეთში გახდა ძალიან პოპულარული ქართველ მომხმარებლებში. როგორც “ელვისის” გენერალური მენეჯერის თანაშემწე, ვიკა ჩიკაიძე ამბობს, “ელვისი” ყოველდღიურად 2000 ზე მეტ კლიენტს ემსახურება.
პირველი “ელვის ამერიქან დაინერი” იყო 1974 წელს ისრაელში. საქართველოში ის 2009 წელს გაიხსნა. “ელვისის” სტუმრებს ელოდებათ ელვის პრესლის მუსიკა და 60-იანი წლების ინტერიერი. “ელვისი” ცნობილი ამერიკელი დიზაინერის დიზაინის მიხედვით არის მოწყობილი. პირველ სართულზე გვაქვს სწრაფი კვების ობიექტი, ხოლო მეორე სართულზე კლიენტებს ელის რესტორანი. “ელვისში” წარმოდგენილია ამერიკული, ტაილანდური და იტალიური სამზარეულო” ამბობს ჩიკაიძე.
“ამერიკული მენიუ მოიცავს ჰამბურგერს, ჩიზბურგერს, ჩიქენ ბურგერს, ფიშბურგერს, ჰოთდოგს, ამერიკულ პიცას, და უფასო კოკაკოლას. იტალიურ მენიუში შედის ფილე, ესკაპოლე, რავიოლი, ლაზანია, ტარტელაინი, მაკარონი, სალათები და ნამდვილი იტალიური პიცა. ტაილანდურ მენიუში ნახავთ ქათმისა და ხბოს შეჩუანს, თევზისა და კიბოს სუფებს, ტაილანდურ სალათებს, თევზის, ქათმისა და ხბოს ხორცს სხვადასხვა სოუსით, და სუშის ყველა ცნობილ და მრავალნაირ სახეობას”. აღნიშნავენ “ელვისის” თანამშრომლები.
“ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველაზე გემრიელ ნაყინს თბილისში, რომელიც იტალიიდან შემოგვაქვს. G “ელვისში” არის დიდი ხელსაწყოები, სადაც ეს ნაყინი მზადდება. კლიენტებს ვთავაზობთ 34 სხვადასხვა რეცეპტით დამზადებულ ნაყინს. ზაფხულისთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზება- შესანიშნავი მარწყვის ნაყინი, მხოლოდ 7 ლარად.” ამბობს ჩიკაიძე.
დღის 11-იდან 4 საათამდე შესაძლებელია ბიზნეს ლანჩის შეკვეთა, რომელიც შეიცავს : ჰამბურგერს+კარტოფილი ფრი+ სასმელი 7 ლარად, პიცა+სალათი+სასმელი 6 ლარად, მაკარონს+სასმელი 7 ლარად, ტაილანდურ საკვებს+გარნირი+სასმელი 8 ლარად და მილკშეიქი მხოლოდ 3,50 ლარად.
“ასევე გვაქვს უფასო მომსახურება ბინაზე მიტანით. ხალხს შეუძლია
შეუკვეთოს სხვადასხვა კერძი ჩვენთან და თუ ღირებულება აღემატება 25 ლარს,
მიტანის სერვისი უფასოა. ყოველ შაბათს გავქვს უფასო 60-იანი წლების
მუსიკის საღამო, როდესაც შემოსვლა უფასოა და მსურველებს შეუძლიათ
ცოცხალი შესრულებით მუსიკის მოსმენა. ამ საღამოსთვის გვაქვს სპეციალური
შეთავაზებაც. კერძოდ, თუ მსურველი შეიძენს 2 კათხა ლუდს, მესამეს უფასოდ
მიიღებს.” განაცხადა ჩიკაიძემ.
“უახლოეს მომავალში ვგეგმავთ “ელვისის” ახლი ფილიალის გახსნას. ჯერ- ჯერობით ვარჩევთ სად იქნება ეს ფილიალი ტეროტორიულად. მისი გახსნა ნაკარნახევი იყო რესტორნისწარმატებით. “ელვისი” ადგილობრივი ბაზრისთვის ახალი ხილი იყო და სწორედ ამიტომ ძალიან მცირე დროში შეძლო პოპულარობის მოპოვება. ეს არის უცხოური ბრენდი რომელიც მომხმარებელს ერთსა და იმავე შენობაში სთავაზობს როგორც რესტორანს, ასევე სწრაფი კვების ობიექტს, რამაც ის ძალიან ცნობილი გახადა. ფასები “ელვისში” ძალიან ხელმისაწვდომია. კარგი მომსახურება და მიმზიდველი დიზაინი კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ხალხს მოსწონს აქ მოსვლა” ამბობს ჩიკაიძე
ელვის ამერიქან დაინერი” არის ებრაული რესტორანი ისრაელში. ამჟამად მიმდინაროებს მოლაპარაკებები “ელვისის” გახსნის შესახებ ნიუ იორკში.
“საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობითაა სწრაფი კვების ობიექტები. “ელვისი” ძალიან გამორჩეულია. ხალხს აქ შეუძლია სწრაფი კვება, ცოცხალი მუსიკის მოსმენა, და მომსახურების უმაღლესი დონის მიღება. Aრამგონია, მაკდონალდსი ჩვენი მეტოქე იყოს, რადგანაც ჩვენ ზალიან განსხვავებულები ვართ. გვაქვს სამი სახეობის სამზარეულო და ბინაზე მიტანის სერვისი, რასაც მაკდონალდსში არ გთავაზობენ”- განაცხადა ჩიკაიძემ
“გვყავს კლიენტები, რომლებიც იყენებენ მიტანის სერვისს. ბევრი ბანკი უკვეთავს ჩვენთან ლანჩს. მაგალითად: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, და “ფილლიპ მორისი”” ამბობს ციკაიძე.
“ბინაზე მიტანისას ყველაზე პოპულარულია ბურგერები და ტაილანდური საკვები, როდესაც რესტორანში ყველაზე პოპულარული იტალიური სამზარეულოა. სტეიკი და ესკაპოლე ჩვენი კლიენტების საყვარელი კერძებია. ზოგ პროდუქტს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ, თუმცა ასევე შემოგვაქვს ისრაელიდან. როგორც უკვე აღვნიშნე, ნაყინი იტალიიდანაა იმპორტირებული” განაცხადა ჩიკაიძემ.
ჩიკაიძის განცხადებით, “ელვისის” მთაწმინდის ფილიალი მომხამრებელს სწრაფ კვებას სთავაზობს, და მისი ყველაზე ერთგული კლიენტები ბავშვები არიან.
“ აქ 50 ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
მახასიათებელი მომსახურების მაღალი დონეა. პერსონა ლი ზალიან კარგად
არის მომზადებული და ყოველთვის კარგი დამოკიდებულება აქვს კლიენტებთან.
ისინი სტეუმრებს ყოველთვის ყურადღები და თბილი ღიმილით ხვდებიან.
საერთო ჯამში ელვისში ძალიან კარგი ატმოსფეროა” უთხრა ჩიკაიძემ Tfe Financial-ს.
Related Stories