
საქართველოში სიგარეტზე მსოფლიო ში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასებია.
საერთაშორისო თამბაქოს საწინააღმდეგო ცენტრი ვარაუდობს, რომ 2010 წელს
საერთო სიკვდილიანობის 15 % თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობა იქნება.
უკანასკნელი გამოკვლევების მიხედვით, თბილისის მოქალაქე 600 გამოკითხულიდან
80 პროცენტი მწეველია. საერთაშორისო თამბაქოს საწინააღდმეგო ცენტრის
ინფრომაციით, 1997 წელს საქართველოში 8000 ადამიანი დაიღუპა თამბაქოს
ზემოქმედებისგან, რამაც მთლიანი სიკვდილიანობის 21 % შეადგინა.
ნიუ იორკში მწეველებს სიგარეტში მსოფლიო ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასის
გადახდა უწევთ. ნიუ იორკის კანონმდებლობამ სიგარეტზე გადასახადის 1,25 აშშ
დოლარით ზრდა დააწესა, რაც ნიშნავს რომ შეკვრაზე სააქციზო გადასახადი 4,25
დოლარს წარმოადგენს. აღნიშნულ გადასახადში შედის 8% იანი გადასახადი
გაყიდვებზე. ერთი შეკვრა სიგარეტი ნიუ იორკში დაახლოებით 9 აშშ დოლარი
ღირს. საქართველოში კი ერთი შეკვრა სიგარეტის ფასი დაახლეობით 1 აშშ
დოლარია (Mმარლბორო 1,5 აშშ დოლარი). ამ ფაქტის გამო საქართველო იმ
ქვეყნების რიცხვში ექცევა, სადაც სიგარეტი ყველაზე იაფია ხოლო მწეველთა
რიცხვი – ძალიან დიდი. The financial-მა გამოიკვლია მიზეზები, რომელთა
გამოც საქართველოს მთავრობა თამბაქოზე გადასახადებს არ ზრდის და ფაქტიურად
ხელს უწყობს მწეველებს სიგარეტის შეძენაში.
სიგარეტზე გადასახადების ზრდას ორმაგი ეფექტი აქვს: სახელმწიფო ბიუჯეტის
ზრდა და მწეველთა რიცხვის შემცირება. საერთაშორისო თამბაქოს საწინააღდმეგო
ცენტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოში მწეველთა რიცხვი ამჟამად 2
მილიონზე მეტია. მამაკაც მწეველთა რიცხვით საქართველო ევროპაში მეორე
ადგილზეა და მსოფლიო ში 10 ლიდერ სახელმწიფოში შედის..
The Financial-ის მიხედვით თამბაქოზე ასეთი დაბალი გადასახადების მთავარი
მიზეზი არის მოსალოდნელი კონტრაბანდა რუსეთიდან აფხაზეთის/სამხრეთ ოსეთის
გავლით, რომელიც ფასის ზრდის შემთჰვევაში შესაძლოა გაძლეირდეს.
გამოკითხულთა უმეტესობას საქართველოში სჯერა, რომ ამერიკაში წარმოებულ
სიგარეტს ყიდულობს. სინამდვილეში, თბილისში ამერიკული მარლბოროს ან
ვინსტონის ყიდვა შეუძლებელია. მაგალითად, ელ&ემ, ჩესტერფილდი და
ვაისროი საქართველოში იწარმოება, პარლამენტი და მარლბორო კი უკრაინიდან და
ჩეხეთის რესპუბლიკიდან არის იმპორტირებული.
როგორც “ფილლიპ მორისის” წარმომადგენელმა განაცხადა, მარლბოროს დაბალი ფასი
ნიკოტინის განსხვავებული შემცვლელობის გამო აქვს.
PMI განცხადებით მათ კონკრეტულად არ იციან რომელი ქვეყნის ნედლი თამბაქოა
საქართველოში იმპორტირებულ სიგარეტში, რადგან მომწოდებლებს ხშირად ცვლიან,
თუმცა კონტროლი მაინც მკაცრია.
JTI-ს (ვინსტონის, ქემელის იმპორტიორი) წარმომადგენელმა, ალექსანდე
ავაზაშვილმა განაცხადა, რომ 2009 წელთან შედარებით მათი გაყიდვები 32 %
გაიზარდა. ზრდის 27 % ვინსტონზე, ხოლო 44,5 % ქემელზე მოდის. აღნიშნული
ზრდა მათი მარკეტინგისა და თამბაქოზე დაბალი ფასის შედეგია. JTI ბაზრის
23 % იკავებს.
ელ&ემ და ჩესტერფილდი საქართველოში იწარმოება
OGT LLC
მიერ. ფასები აღნიშნულ სიგარეტებზე 1,50-1,80 ლარია. სხვა ადგილობრივი
წარმოების სიგარეტზე ფასები ასევე ძალიან დაბალია (1,20 ლარი). პირველი და
კომეტი ასევე ქართული თამბაქოს კომპანიის მიერაა წარმოებული, ხოლო
იმპორტირებული საქონლის უემტესი ნაწილი უკრაინიდან შემოდის.
The Financial-ის მიხედვით იმპორტზე ფასები შემდეგნაირია: 0,60 ლარი
ფილრტიან და 0,15 ლარი უფილრტო სიგარეტზე (ერთი შეკვრა). შეერთებულ
შტატებში იგივე გადასახადი შემდეგნაირად გამოიყურება: იწყება 0,07 აშშ
დოლარიდან სამხრეთ კაროლინაში და როუდ აილენდში 3,46 აშშ დოლლარს აღწევს.
ზემოთ აღნიშნული გადასახადი ბიუჯეტის შევსებაში საკმაოდ დიდ წვლილს
იკავებს.
თამბაქოსგან გამოწვეული გულის დაავადებებით ყოველწლიურად 11000 ადამიანი
იღუპება.
მიუხედავად თამბაქოს ასეთი მომაკვდინებელი ზემოქმედებისა, ფასების ზრდა
საქართველოში უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არაა. თუ ამჟამად
იმპორტირებული ტამბაქოს 97-98 % ლეგალურად შემოდის ქვეყანაში, ფასების
ზრდის შემთხვევაში ზუგდიდის და სხვა ტერიტორიების გავლით კონტრაბანდულად
შემოტანილი სიგარეტის რაოდენობა გაიზრდება.
ლევან კალანდაძის, ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, თამბაქოს ფასი
განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. “ ნედლი ფასები თამბაქოზე თითქმის
ყველა ქვეყანაში ერთია, განსხვავებს თამბაქოს გაყიდვებზე დაწესებული
გადასახადები იწვევენ”.
“თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა მოსალოდნელი არაა, შესაძლოა მხოლოდ
მოხმარებაში უცხოური თამბაქოს წილი გაიზარდოს. გადასახადი თამბაქოზე
გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება მისი წარმოების ხარჯები. მიზეზი,
რატომაც ჩემი აზრით ფასები არ გაიზრდება, არის იმ ადამიანების გავლენა
მთავრობაზე, რომლებიც თამბაქოს ბიზნესში არიან ჩართულნი”, აცხადებს
კალანდაძე.
“გარდა ამისა, თუ გადასახადები მეზობელი ქვეყნების გადასახადებს
გადააჭარბებს და თამბაქოს ფასიც გაიზრდება, მოხდება კონტრაბანდის ზრდა, რაც
არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო თამბაქოს ბიზნესი სათვის არ იქნება
მომგებიანი” აღნიშნა კალანდაძემ.
გადასახადები და მწეველები
მაკედონიაში გადასახადები მერყეობს 61 დენარიდან 200 დენარამდე,
საზოგადოებრივ ადგილები მოწევა აკრძალულია. ინდოეთში ფასები ძალიან
დაბალია, 0,0667-0,448 აშშ დოლარი. უცხოური სიგარეტის ფასიც ასევე ძალიან
დაბალია - 0,1334 აშშ დოლარი. ინდური რელიგია მოწევას კრძალავს,
განსაკუთრებით მანდილოსნებში.
სომხეთში ფასები იგივეა, რაც საქართველოში. სომხური პროდუქციის ფასები
იწყება 0,5 აშშ დოლარიდან და 3 აშშ დოლარს აღწევს. იმპორტირებული
სიგარეტების, მარლბოროსა და ვინსტონის ფასებია შესაბამისად: 2 და 1 აშშ
დოლარი. დიდ ბრიტანეთსი თამბაქოს ფასი 4 დოლარიდან იწყება და ხშირად
შეკვრაში 20 ის მაგივრად 16 ღერია.
JTI-ს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ავაზაშვილმა განაცხადა, რომ თამბაქოს
ფასები საქართველოში, შესაბამისია მოსახლეობის საშუალო შემოსავლისა.
“თუ უცებ ვინსტონის ფასი საქართველოში იგივე გახდება, რაც მაგალითად
იტალიაში, მას ლეგალურად აღარავინ შეიძენს, რადგან მომხმარებელთა
უმეტესობა, უბრალოდ ვერ შეძლებს ამხელა თანხის გადახდას. არც საქართველო და
არც JTI არაა დაინტერესებული კონტრაბანდის ხელშეწყობით”, განაცხადა მან.
“საქართველოსთვის მთავარია თამბაქოს ბიზნესზე ისეთი გადასახადების
დაწესება, რომელიც ხელს არ შეუწყობს კონტრაბანდას”
“სხვადასხვა ქვეყანაში ნიკოტინისა და კუპრის შემცველობის სხვადასხვა
მოთხოვნები არსებობს, საქართველოს შემთხვევაში ესაა 10 მილიგრამი ნიკოტინი
და 1 მილიგრამი კუპრი. ჩვენ მსოფლიო ს მასშტაბით 25 თამბაქოს ქარხანა გვაქვს
და შემცველობის კონტროლი ყველგან მკაცრია” აღნიშნავს ავაზაშვილი.
“კონტრაბანდის პრობლემა ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. შემიძლია
თამამად ვთქვა, რომ ეს პრობლემა პირდაპირაა დაკავშირებული სიგარეტის ფასის
ზრდასთან. მთავარი მარშრუტი კვლავ ზუგდიდზე გადის, სადაც რუსეთიდან
კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა და ადგილობრივ ბაზარზე გასაღება ხდება.
ასევე არის შემთხვევები ქართულ ბაზარზე აფხაზური სააქციზო მარკით თამბაქოს
შემოტანისა,” განაცხადა ავაზაშვილმა.
“ჩვენ მადლიერნი ვართ WTO-სი, რადგან იკრძალება თვითმმართველობების მიერ
დამოუკიდებლად სააქციზო მარკების მინიჭება პროდუქციისთვის. ვფიქორბთ,
წარმატებულ მარკეტინგთან ერთად, ესეცაა მოხმარების ზრდის ერთ-ერთი
მიზეზი.”აცხადებს ავაზაშვილი.
JTI მსოფლიო ში მესამე ადგილსაა თამბაქოს წარმოებაში და საბჭოთა ქვეყნების
ბაზარზე 23 % უჭირავს.. 2006-2010 წლებში ამ კომპანიამ 270 მილიონი ლარი
შეჰმატა ბიუჯეტს. აქედან 74 მილიონი 2009 წელს.
JTI იმპორტირება ელიზ ჯგუფის მიერ ხორციელდება. საქართველოში თამბაქოს
97-98 % ლეგალურად იყიდება. ამ კუთხით სახელმწიფოს როლი ძალიან
მნიშვნელოვანია.
“ამჟამად საქართველოში ქარხნის აშენებას არ ვგეგმავთ, მიუხედავას იმისა რომ
საქართველო ცენტრია რეგიონში. უკრაინა ში არსებული ქარხანა საკამრის
თამბაქოს აწარმოებს საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისა და
მოლოდვასთვის,” აღნიშნავს ავაზაშვილი.
“ჩვენი პროდუქციის ხარისხის თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ პროდუქტი
ყოველთვიურად უმკაცრეს კონტროლს გადის გერმანიის ლაბორატორიაში,” აცხადებს
ავაზაშვილი.
გიორგი მარგიშვილი, “ფილიპ მორისის” წარმომადგენელი აცხადებს, რომ
გადასახადების გარდა, სიგარეტის ფასზე ბევრი სხვა ფაქტორი მოქმედებს:
“ესენია: ნედლი მასალის, წამროების ხარჯები, დისტრიბუციისა და მარკეტინგის
ხარჯები, მომხმარებელთა მოსაზიდად გაწეული ძალისხმევა და სხვა. ჩვენი
პროდუქცია მსოფლიო ს უამრავ სხვადასხვა ადგილას იწარმოება. კომპანია
ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს, რათა მომხარებელმა ყველგან ისეთი ხარისხი
მიიღოს, როგორსაც ელის,” განაცხადა მარგიშვილმა.
მოწევა კლავს
22 წლის გიორგი აქტიური მწეველია და აცხადებს, რომ ფასების ზრდის
შემთხვევაშიც არ დაანებებს თავს მოწევას მაშინვე, თუმცა მომავალში არ
გამორიცხავს შეწყვიტოს მოწევა. ასევე ფიქრობს, რომ ფასები მკვეთრად არ
გაიზრდება. Mმისი აზრით მწეველები ყოველთვის მოძებნიან უფრო იაფ გზას
თამბაქოს შესაძენად, როგორიცაა კონტრაბანდული თუ დაბალი ხარისხის მქონე
სიგარეტის შეძენა..
“ევროპისა და სხვა ქვეყნებში თამბაქოს გაძვირებაზე ბევრი საუბარი მიდის,
თუმცა როგორც ვაკვირდები ძირითადი ტენდენცია იმაში მდგომარეობს რომ ფასები
უმნიშვნელოდ იზრდება და ზოგჯერ დიდ გავლენას ვერ ახდენს მოხმარებაზე,
რადგან ხალხს ურჩევნია მეტი დახარჯოს სიგარეტზე, ვიდრე საკვებზე ან ეძებს
ალტერნატიულ გზას მის შესაძენად, ბოლოს კი ეგუება არსებულ ფასებს,:
განაცხადა ვილი კოსტუცკიმ, ცნობილმა კარდიოლოგმა ბრიუსელში.
“ერთი ყველაზე აშკარა პრობლემა, რომელსაც 14-15 მოზარდებში წავაწყდი არის
ის, რომ მათი 99 % დგება ერექციის დარღვევისა და არტერიული
პრობლემების წინაშე. ძირითად პრობლემებია გულისა და ტვინის ფუნქციის
დარღვევები, მეხსიერების დაქვეითება და ასე შემდეგ. რაც შეეხება უფრო
“მსუბუქ” (light) სიგარეტს, რომელიც ყველგან იყიდება და ძალიან
პოპულარულია, მართალია მისი მოქმედება უფრო ნელია, მაგრამ ბოლოს ზუსტად
იგივე შედეგი აქვს, რაც ჩვეულებრივ სიგარეტს,” აცხადებს კოსტუცკი.
“არ არსებობს წამალი, რომელიც თამბაქოზე დამოკიდებულებისგან იცავს. არის
გაკრვეული პრეპარატები, თუმცა იშვიათადაა რომელიმე ჩემი პაციენტი მსგავსი
მკურნალობით კმაყოფილი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში დიდი
მნიშვნელობა პიროვნების გადაწყვეტილებას და მის გამძლეობას აქვს. მსგავსი
გადაწყვეტილების მიღება ნებისმიერ ასაკში ძნელია.
ბელგიაში მოზარდ მწეველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისევე როგორც ქალ
მწეველთა რიცხვი, რომლებიც სიგარეტს მოდასთან და სქესთა თანასწორობასთან
აიგივებენ, რაც ძალიან მცდარი შეხედულებაა” აცხადებს კოსტუცკი.
Related Stories