The Financial– ის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში უკვე 5 მოქმედი ქართული
რესტორანია.
მაგიდები მთლიანად დაკავებულია, განსაკუთრებით, დასვენების დღეებში. სტუმრებს ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობენ. ევროპელებზე და ქართველებზე მეტი რაოდენობით, ამ რესტორნებს რუსები სტუმრობენ. ფასები შოთზე, შემწვარ ხბოს ხორცზე, ხინკალზე და სხვა კერძებზე მერყეობს 2-18 ფუნტ სტერლინგამდე. ქართული ღვინო ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და მისი ფასები 16 იდან 49 ფუნტ სტერლინგამდე აღწევს.
პირველი რესტორანი 2000 წელს გაიხსნა. რადგან ქართულ კერძებზე მოთხოვნა გაიზარდა, მას 4 სხვა რესტორნის გახსნაც მოჰყვა. ზაურ გორელი იმ ქართველებს შორის იყო, ვისაც რესტორან “მიმინოს” გახსნა მოუვიდა აზრად (197ჩ კენინგსტონის ქუჩაზე; მუშაობს 6-12 საათამდე).
“რესტორანი “მიმინო” 2006 წელს გაიხსნა. იდეა, მისი გახსნის შესახებ მოვიდა ძალიან უბრალოდ, რადგან იმ დროისთვის ლონდონში მხოლოდ ერთი ქართული რესტორნი იყო. ამჟამად 5 ასეთი რესტორანია, რაც კარგ კონკურენციას ნიშნავს. ოქტომბერში 11 წელი გახდება, რაც დიდ ბრიტანეთში ჩამოვედი. მიმინოს გასახსნელად 2 წელი და 300000 ფუნტი სტერლინგი დამჭრიდა. უახლოეს მომავალში ვგეგმავ რესტორნების გახსნას ქალაქის სხვა ნაწილშიც,” განაცხადა გორელმა.
“კვირის განმავლობაში 20-30 მომხარებელი გვყავს, დასვენების დღეებში კი 100-მდე სტუმარი. ჩვენს კლიენტებს შორის 60 % რუსები არიან, 30 % ევროპელები და ადგილობრივები, ხოლო ქართველები 5 % ზე ნაკლები,” აღნიშნავს გორელი.
“მომსახურე პერსონა ლიდან, ყველა ქართველია. მთავარი მზარეული უშანგი მახარაშვილია, რომლესაც მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, საიდანაც 10 წელი კრწანისის რეზიდენციაში მუშაობდა(1981-1991წწ). ასევე ნამუშევარი აქვს ბევრ ცნობილ ქართულ რესტორანში. ინგრედიენტების უმრავლესობა ადგილობრივია, საქართველოდან მხოლოდ სანელებლები და რა თქმა უნდა ღვინო შემოგვაქვს,” განაცხადა გორელმა.
მენიუდან ყველაფერი პოპულარულია, თუმცა ალბათ ყველაზე მოთხოვნადი კერძი, მაინც ხინკალია, რომელსაც მხოლოდ სპეციალური შეკვეთით ვამზადებთ. დათვირთულ დღეებში დაახლოებით 100 ხინკალს და 40 ხაჭაპურს ვყიდით.
თამარა ლორთქიფანიძე, პოლიტ-ეკონომისტი და ყოფილი კალათბურთელი, იყო მესამე, ვინც დიდ ბრიტანეთში ქართული რესტორანი დაარსა. “თამადა” 2008 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მასპინძლობს მათ, ვისაც ნამდვილი ქართული, ტრადიციული კერძების გასინჯვა სურს.
როგორც თამარა ამბობს, ეს ოცნება 2001 წლიდან ჰქონდა, მას შემდეგ რაც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.
“მრავალი მიზეზის გამო ამ სურვილის ასრულება 2008 წლის 19 დეკემბრამდე ვერ მოვახერხე, როდესაც მეგობრებისა და ოჯახის დახმარებით, საბოლოოდ შევძელი ოცნების ახდენა, რაც რამდენიმე ათასი ფუნტი სტერლინგი დამიჯდა,” აცხადებს თ. ლორთქიფანიძე.
“ჩვენი ძირითადი კლიენტები ადგილობრივი მოქალაქეები, ემიგრანტები და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები ქართული რესტორანი დაარსა. რესტორანში 58 მაგიდაა, საიდანაც ყოველდღე დაახლოებით 35 დაკავებულია, დასვენების დღებში კი, ყველა,” აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
“თამადაში 5 ქართველი თანამშრომელი გვყავს. სუნელების გარდა ყველა ინგრედიენტი ადგილობრივია,” აღნიშნავს ლორთქიფანიძე.
“დიდ ბრიტანეთში რესტორნის გახსნა დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. თუმცა, გაცილებით ძნელია აქციო შენი რესტორანი წარმატებულ ბიზნესად. რისკი ჩემი ჰობია, სწორედ ამიტომ ეს ძალისხმევა ჩემთვის სახალისო ხდება. ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, რესტორნის გახსნა ლონდონში შეიძლება მილიონობით დოლარიც დაჯდეს,” განაცხადა ლორთქიფანიძემ.
“თამადა” იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ კიდევ ვგეგმავთ მის გახსნას ლონდონის სხვა ნაწილში, ამის შემდეგ კი შემდეგ ნაბიჯებზე ვიფიქრებთ
The Financial –ის ინფორმაციით, სხვა ქართული რესტორნები ლონდონში არის: “თბილისი” (11 Holloway road), მისი მფლობელია ნიკა, “პატარა საქართველო” (87 Goldsmith's row), მისი მფლობელია თამარ და “იბერია” (Caledonian road , N1 1BA), მფლობელია რატი გველესიანი.
Related Stories