ბრაზილია ლიდერია ღორისა და ქათმის ხორცის იმპორტიორებს შორის
საქართველოში.
საქართველოს საკვების უსაფრთხოებისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2009 წელს საქართველოში 10,178 ტონა ღორისა და 45,498 ტონა ქათმის ხორცი იქნა იმპორტირებული.
როგორც აღნიშნულმა სამსახურმა თჰე Fინანციალ – ს განუცხადა, 2009 წელს, 8567 ტონა საქონლისა და 19572 ტონა თევზის ხორცი იქნა იმპორტირებული. 2010 წლის პირველი 5 თვისათვის მონაცემები შემოტანილი საქონლის შემდეგნაირია: 20151 ტონა ღორის, 1064 ტონა საქონლის, 8985 ტონა ქათმის ხორცი..
ღორის ხორცი საქართველოში იმპორტირდება ბრაზილიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან და კანადიდადნ. ქათმის ხორცი ძირითადად შეერთებული შტატებიდან და საფრანგეთიდან შემოდის. ინდოეთი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საქონლის ხორცის შემომტანია. გაყინული თევზი შემოდის რუსეთიდან, ნორვეგიიდან, კანადიდან, შეერთებული შტატებიდან და ჩილედან.
“ღორის ხორცი შემოგვაქ როგორც ბრაზილიიდან , ასევე უნგრეთიდან. თევზის პროდუქტები ძირითადად სხვადასხვა ქვეყნდებიდან შემოდის, როგორებიცაა აშშ, კანადა, ჩილე, ნორვეგია, დანია და ბევრის სხვა, ეს დამოკიდებულია თევზის სახეობაზე,” აცხადებენ “ახალ პროდუქტში”.
“ჩვენი კომპანია 2004 წელს დაარსდა, პირველი პროდუქცია 2005 წელს გამოვუშვით. ჩვენი კომპანია არის ინოვაციური და პროგრესული, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის საკვებს სთავაზობს. პროდუქტები დამზადებულია საქართველოში არსებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით. კომპანია აღჭურვილია თანამდროვე სავაჭრო ხაზით.იგი მარაგდება კანდადიდან, აშშ-დან, ირლანდიიდან, ისლანდიიდან, თურქეთიდან და ურუგვაიდან,” აცხადებენ კომპანიაში.
“ახალი პროდუქტის” მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღორის ხორცი ძირითადად ბრაზილიიდან შემოდის და მასზე დიდი მოთხოვნაა.
“ადგილობრივი წარმოების ღორის ხორცი, ხშირად ძვირია ბაზარზე. ამიტომ ხალხი უმეტესწილად იმპორტირებულ საქონელს ყოდილობს და არც რაიმე სახის პრობლემა ექმნებათ”
ადგილობრივი წარმოების ხორცი 8 ლარი, ხოლო იმპორტირებული 6 ლარი ღირს.
“გარდა ადგილობრივ ბაზარზე შეძენისა, ჩვენს კომპანიას ხორცი შემოაქვს ბრაზილიიდან, არგენტინიდან, კანდადიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან და გერმანიიდან,” განაცხადა გიგა ბატკუაშვილმა, “ნიკორას” პიარ მენეჯერმა.
”ნიკორა” ქართული კაპიტალით დაარსდა და ადგილობრივ ბაზარზე 11 წელია მოღვაწეობს.
“წარმოება, რომელიც დაიწყო საკვები პროდუქტის ბიზნესი თ, მალე სხვა მიმართულებებითაც განვითარდა. ამჟამად, ის აერთიანებს როგორც ხორც პროდუქტების, ასევე ნახევრფაბრიკატების, თევზის პროდუქტების, ყველის პროდუქტების, ნაყინის, გამომცხვარი პროდუქტების, გაყინული პროდუქტების, გამაგრილებელი სასმელებისა და ღვინის კომპანიებს. მისი ერთ-ერთი ფილიალი, უცხოური ხორცისა და სასმელების ექსკლუზიური დისტრიბუტორია,” აცხადებენ “ნიკორაში”.
თჰე Fინანციალ-ის მიერ გმაოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ უმეტესწილად იმპორტირებულ საქონელს ყიდულობს, როგორიცაა ქათმის ხორცი საფრანგეთიდან და ღორის ხორცი ბრაზილიიდან.
“ჩვენს ოჯახში ხორცი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია ყოველდღიურ კვებაში. ხშირად ვყიდულობთ ნახევრად მზა პროდუქტებსაც ადგილობრივ მაღაზიებში. ფრანგული ქათმის ხორცი ძალიან გემრიელია და ვფიქრობ გაცილებით ადვილია მოსამზადებლად,” განაცხადა ეკატერინე აბაშიძემ, 27.
“ვიცი რომ უკეთესია ადგილობრივი საქონელი შევიძინო, მაგრამ ბრაზილიური ღორის ხორცი და ფრანგული ქათამი ძალიან გემრიელი და ხარისხიანია. ალბათ, შემოტანილი პროდუქტი ისეთი სასარგებლო არაა, როგორც ადგილობრივი, თუმცა ის უფრო იაფი ღირს და მომხმარებელიც ხშირად სწორედ მას ყიდულობს,” აღნიშნავს ნანა ბექაური.
საქართველოში იმპორტირების მაღალი დონის მიუხედავად, რუსეთში უამრავი ქვეყნიდან აიკრძალა ხორცის შემოტანა, როგორებიცაა Gგერმანია, საფრანგეთი, ბრაზილიაა და პოლონეთი.
Related Stories