ბიძინა ივანიშვილი: ნატოში გაწევრიანება საქართველოს რუსეთის გაღიზიანების გარეშეც შეუძლია

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

რუსეთში მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ძალაში შევიდა

ავტორი ალექსანდრე მელიქიშვილი, ვაშინგტონი, ამერიკის ხმა

17/08/2010 13:05 (540 დღე 05:03 minutes ago)

15 აგვისტოს რუსეთში მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ძალაში შევიდა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის პარალელურად ქვეყანაში სულ ცოტა 500 ხანძარი მძვინვარებს. მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა რადგან ხანძრებმა, რეკორდულმა სიცხემ და გვალვამ წლევანდელი მოსავალი მნიშვნელოვნად დააზარალა.

 

რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმირ პუტინი ს მიერ მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ძალაში გუშინ შევიდა. როგორც მოსალოდნელია, აკრძალვა წლის ბოლომდე გაგრძელდება. აკრძალულ პროდუქტებში ხორბალი, ხორბლის ფქვილი, ჭვავი, სიმინდი და სხვა დასახელების სოფლის მეურნეობის პროდუქცია შედის.

 

კრემლის ცნობით ხსენებული ზომის მიღება ქვეყანაში რეკორდული გვალვის ფონზე სასიცოცხლო მნიშვნელობის სასურსათო ნაწარმზე ფასების ზრდის თავიდან აცილებას ემსახურება. ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამ ზომის მიღებით მთავრობა ქვეყნის შიგნით ფასების ზრდით გამოწვეული შესაძლო არეულობის თავიდან აცილებას ცდილობს.

 

გასულ წელს რუსეთი მსოფლიო ს ხორბლის სიდიდით მესამე მწარმოებელი იყო. გასული წლის მოსავალმა 100 მილიონი ტონა შეადგინა. მაგრამ წელს ეს მონაცემი შეიძლება 25 პროცენტით შემცირდეს.

 

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი აღნიშნავს, რომ ქვეყნის მოსავლის დაახლოებით ერთი მეოთხედი გვალვის გამო განადგურდა და შედეგად ბევრი ფერმერი გაკოტრების ზღვარზეა მისული.

 

გასულ კვირას ბატონმა მედვედევმა ამ პრობლემის შესახებ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ამჟამად მთავრობის უმთავრესი ამოცანაა ხანძრებისგან დაზარალებული პირების დახმარება რათა ისინი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ გაურბის პასუხისმგებლობას და დაზარალებული პირები სრულ კომპენსაციას მიიღებენ.

 

მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვის გამოცხადების შედეგად პარასკევს მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი 50 პროცენტით გაიზარდა. ეკონომისტების ერთი ნაწილი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხორბალზე ფასის მომატებამ შეიძლება სურსათის სხვა კატეგორიების ღირებულება გაზარდოს.

 

კარენ ვარდი ბანკ ეიჩ-ეს-ბი-სი-ში უფროსი ეკონომისტია. რუსეთის სამთავრობო ინგლისურენოვან სატელევიზიო არხ „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში მან კერძოდ აღნიშნა:

 

„ახლა საშიშროება ის გახლავთ, რომ ფინანსურ ბაზრებზე არსებობს მოლოდინი, რომ სხვა სასურსათო საქონლის ფასიც გაიზრდება. ეს კი ზოგადად სასურსათო საქონელზე ფასების მომატებას იწვევს.“

 

პრემიერ მინისრმა პუტინმა ხორბლეულის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვის გამო ატეხილი დავა უგულვებელყო. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსავალი მოსალოდნელზე უარესი აღმოჩნდა, არ არის გამორიცხული, რომ კრემლი აკრძალვის მოქმედებას გააგრძელებს.

 

ამასობაში რეკორდული სიცხეები გრძელდება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური პირების ცნობით, ხანძრების კერების ერთი მეოთხედი ლიკვიდირებულია. თუმცა სულ დაფიქსირებულია 500-მდე კერა. გარემოს დაცვის აქტივისტები კი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ქალაქ საროვის მახლობლად, სადაც რუსეთის მთავარი ბირთვული კვლევითი ცენტრი მდებარეობს, კვლავინდებურად მძვინვარებს რამდენიმე ხანძარი. ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ მართალია მათ ჯერ-ჯერობით ვერ შესძლეს ხსენებული კერების ჩაქრობა, მაგრამ მათი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

 

ამას გარდა, მოსკოვის შემოგარენში დაფიქსირებულია 30 ხანძრის კერა. შედეგად რუსეთის დედაქალაქი კვლავინდებურად კვამლსა და მანქანების გამონაბოლქვშია გახვეული და მოსკოველები გარეთ მხოლოდ ნიღბებით გადიან.

 

სინოპტიკოსთა პროგნოზით ტემპერატურა კიდევ რამდენიმე დღეს 30 გრადუსს გადააცილებს.

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6679 0.0003
1 ევრო EUR 2.1915 0.0140
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8137 0.0091
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6371 0.0109
1 თურქული ლირა TRY 0.9503 0.0049
100 რუსული მანეთი RUB 5.5436 0.0257
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (6 დღე 01:39 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group