ვენეციის კომისიის მდივნის ორი კომენტარის ერთი აზრი

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

სტატისტიკის საოცრებანი

ავტორი რევაზ საყევარიშვილი, რადიო თავისუფლება

25/08/2010 16:14 (528 დღე 20:20 minutes ago)

ოფიციალურმა სტატისტიკამ საკმაოდ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოში 658 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოსულა, რაც 2008 წლის მონაცემებზე თითქმის 60%-ით ნაკლებია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა არაბეთის გაერთიანებული საემიროები იყო 162,8 მილიონი დოლარის ინვესტიციით. მეორე ადგილზე თურქეთია 97,9 მილიონი დოლარის დაბანდებით, ლიდერთა სამეულს კი, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე პანამა ასრულებს 74,7 მილიონი დოლარის ინვესტიციით.

ამ ინფორმაციის გავრცელებით, ”საქსტატმა” თავდაყირა დააყენა ის წინასწარი მონაცემები, რომელიც ორიოდე თვის წინ გაავრცელა. მაშინდელი ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს საბოლოო მონაცემთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით მეტი - 759,1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ლიდერი წინასწარი მონაცემებითაც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე იყო (169,8 მილიონი), მეორე ადგილი დღეს დასახელებული თურქეთის ნაცვლად ეგვიპტეს ეკავა (167,5 მილიონი დოლარი), მესამე ადგილი კი, პანამის ნაცვლად - ნიდერლანდებს (105.7 მილიონი დოლარი).

დღეს მეორე ადგილზე განსაზღვრულ თურქეთს წინასწარ მონაცემებში მხოლოდ მეოთხე ადგილი ეკავა (89,5 მილიონი დოლარი), დღევანდელი მესამეადგილოსანი პანამა კი სულაც მეხუთე იყო (73,4 მილიონი დოლარი). რაც შეეხება წინასწარ მონაცემებში მესამე ადგილზე მყოფ ნიდერლანდებს, საბოლოო მონაცემებში ის ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველად და საბოლოო მონაცემებს შორის მთელი 100 მილიონი დოლარით. ან რა იპოვეს საქართველოში და კონკრეტულად რომელ სფეროებში პანამელმა ინვესტორებმა, რომ უეცრად ასეთი ”საინვესტიციო აფეთქება” მოაწყეს.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6688 0.0002
1 ევრო EUR 2.1988 0.0051
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8246 0.0056
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6434 0.0030
1 თურქული ლირა TRY 0.9527 0.0046
100 რუსული მანეთი RUB 5.5188 0.0090
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
„მინი კრედიტის“ მომხმარებელი პროდუქციას ინტერნეტით შეიძენს

23/01/2012 13:27 (12 დღე 23:07 minutes ago)

internet.jpg

მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია „მინი კრედიტის“ განცხადებით, ქართველი მომხმარებლის აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, იუწყება რადიო კომერსანტი.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group