| „ბარამბო“ პროდუქციის ექსპორტს იწყებს |
|
01/09/2010 17:29 (524 დღე 13:45 minutes ago) | ||||||||||||
|
ქართული შოკოლადის ერთადერთი მწარმოებელი „ბარამბო“ შემოდგომაზე პირველად პროდუქციას საზღვარგარეთ გაიტანს.
როგორც კომპანიიდან აცნობეს რადიო კომერსანტს, პირველი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, შემდეგ კი სომხეთი იქნება.
მენეჯმენტის ინფორმაციით, „ბარამბომ“ მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე ბაზრის 45%–მდე აითვისა. მისი ძირითადი კონკურენტი კი უკრაინიდან იმპორტირებული ტკბილეულია. ამიტომ ზაფხულში კომპანიაში დამატებითი ინვესტიციები ჩაიდო, თვის ბოლომდე „ბარამბო“ ახალი პროდუქციას გამოშვებასაც აპირებს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











