| პურის გაიაფება სამ კვირაში დაიწყება |
|
01/09/2010 17:31 (524 დღე 13:37 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოში პურის გაიაფება დაახლოებით სამ კვირაში დაიწყება.
ამ შინაარსის განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობაში კეთდება, იტყობინება რადიო კომერსანტი. მათი ინფორმაციით, ფასები მას შემდეგ შემცირდება, რაც ფოთის პორტში კანადური ხორბლით დატვირთული ტანკერები დაიცლება.
ქართულ პორტებში 9 სექტემბრიდან ამერიკული სათესლე ხორბალი შემოვა. ამ ეტაპზე 2000 ტონა ხორბლის იმპორტი განხორციელდება, თუმცა ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად ეს მოცულობა გაიზრდება. უკრაინიდან კი წლის ბოლომდე საქართველო 150 ათას ტონა ხორბალს მიიღებს. ამასთან, პრეზიდენტმა ხორბლის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში საქართველოს ელჩებს დაავალა ხორბლის იმპორტს ხელი მაქსიმალურად შეუწყონ.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











