| კომუნიკაციების კომისია: "მაგთისა" და "ჯეოსელს" მომხმარებელი შეცდომაში შეყავთ |
|
04/09/2010 10:23 (522 დღე 08:25 minutes ago) | ||||||||||||
|
მობილურ ოპერატორებს ახალი ტარიფების შეთავაზებით აბონენტები შეცდომაში შეჰყავთ.
ამის შესახებ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, იტყობინება რადიო კომერსანტი. „ მაგთი ს“ თავისი ახალი ტარიფის გამო „რეკლამის შესახებ კანონის“ დარღვევაში ამხელენ. უფრო რთულადაა საქმე „ჯეოსელთან“, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. რა კონკრეტულ ტარიფებზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მარეგულირებელი კომპანიების საქმეს 16 საათზე დანიშნულ სხდომაზე განიხილავს და თუ ბრალი დადასტურდება, „ მაგთი საც“ და „ჯეოსელსაც“ შესაძლოა ჯარიმა დაეკისროთ.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|












