| ბრიტანეთში რეცესიამ ალკოჰოლის მოხმარება რეკორდულად შეამცირა |
|
06/09/2010 12:35 (520 დღე 05:16 minutes ago) | ||||||||||||
|
გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ალკოჰოლის მოხმარება 6%–ით შემცირდა, რაც 1948 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. ამის შესახებ ქვეყნის პაბებისა და ლუდის ასოციაციაში აცხადებენ, იუწყება რადიო კომერსანტი.
ალკოჰოლის მოხმარება დიდ ბრიტანეთში ზედიზედ მეოთხე წელია, მცირდება, 2004 წლიდან დღემდე კი ბრიტანელები 13 %–ით ნაკლებ ალკოჰოლს სვამენ. ამის მიზეზი სხვადასხვა დაავადების შიშია, რომლებსაც ალკოჰოლი იწვევს. გარდა ამისა, მოხმარებაზე რეცესიამაც იქონია გავლენა: ფინანსური კრიზისის პერიოდში ბრიტანელებმა თანხების ეკონომია ამ პროდუქციაზეც დაიწყეს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|












