პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები ჩინეთი
და ინდოეთია.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მათ ბრაზილია და აშშ მოსდევს, მეხუთე ადგილზე კი რუსეთია.
რადიო კომერსანტის ცნობით, ამ მონაცემებს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ექსპერტები აქვეყნებენ. მათი კვლევა 236 ტრანსნაციონალური კორპორაციისა და 116 საინვესტიციო სააგენტოს გამოკითხვას ეყრდნობა და მისი შედეგები საინვესტიციო ოპტიმიზმის გაძლიერებას ადასტურებს.
UNCTAD–ის შეფასებით, 2010 წელს პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ სულ 1,2 ტრილიონი დოლარი შეადგინა, 2011 წელს ისინი შესაძლოა, 1,3–დან 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს, 2012 წლამდე კი 2 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს.
UNCTAD–ის წლევანდელ რეიტინგში გასულ წელთან შედარებით გარკვეული ცვლილებებია: ყველაზე კარგი დინამიკა ინვესტიციების მიზიდვის მხრივ ჩინეთმა აჩვენა. მასთან ერთად ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი პირველად შევიდა ინვესტიციების მხრივ პრიორიტეტული ქვეყნების ხუთეულში.
2009 წელთან შედარებით, როდესაც რესპონდენტთა დაახლოებით 47%–ს 2010 წლის ბიზნეს–გარემოს შესახებ პესიმისტური პროგნოზები ჰქონდა, წლევანდელი კვლევა აჩვენებს, რომ ყველაფერი ასე ცუდად არაა: ახლა პესიმისტების რაოდენობა 36%–მდე შემცირდა.
Related Stories