სილქნეტის სოციალური პროექტი „საშინაო სკოლა“ სილქტივი მომხმარებლებისთვის

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

გორში სურსათზე ფასები იზრდება

ავტორი გოგა აფციაური, რადიო თავისუფლება

09/09/2010 14:13 (516 დღე 16:38 minutes ago)

სასურსათო პროდუქტებზე და ხორბლის ნაწარმზე ფასები ყოველდღიურად იზრდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

პურის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორში 5 თეთრით გაიზარდა. საშუალო ზომის პური 60 თეთრი ღირს. ერთი ტომარა ფქვილი - 45 ლარი. ზეთი 4 ლარი გახდა. შაქარი 2 ლარამდე გაძვირდა. პროდუქტების გაძვირების გამო გორელები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.

წელს გორის რაიონში ხილის მოსავალიც ძალიან მცირეა, ამიტომ სოფლად მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ წინ მძიმე ზამთარი ელით, რადგან მათი შემოსავლის წყარო, ძირითადად, ხილის მოსავლის რეალიზაციაზეა დამოკიდებული.

ეკონომისტების აზრით, ხორბალზე ფასის ზრდა მთელს მსოფლიო ში დაბალმა მოსავალმა განაპირობა. გარდა ამისა, ფასის მატება რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის აკრძალვამაც გამოიწვია. გორის წისქვილკომბინატის, შპს „კარმენის“ ხელმძღვანელი გიორგი ორთანეზაშვილი აცხადებს, რომ კომბინატს ფქვილის ორი თვის მარაგი გააჩნია და სხვადასხვა მომწოდებლებთანაც მოლაპარაკება ხორბლის შემოტანაზე წარმატებით დასრულდა.

კონფლიქტის ზონის სოფლებში მაცხოვრებელთა სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ამას ისიც ემატება, რომ გორის რაიონში გავრცელებული ხმებით, შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობს. მოსახლეობა შეშფოთებას ვერ მალავს. ოპოზიცია შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ეროვნული ფორუმის რეგიონულ ლიდერს სოსო ვახტანგაშვილს მიაჩნია, რომ შეიარაღებული საფრთხის შესახებ ხმების გავრცელება ხელისუფლების ინტერესშია, რათა სოციალური თემები გადაფაროს.

ექსპერტები ვერ წინასწარმეტყველებენ ფასების ზრდის შეჩერებას. ზამთარი ახლოვდება. სოციალური უკმაყოფილება კი იზრდება.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.

 

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6679 0.0003
1 ევრო EUR 2.1915 0.0140
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8137 0.0091
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6371 0.0109
1 თურქული ლირა TRY 0.9503 0.0049
100 რუსული მანეთი RUB 5.5436 0.0257
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
IFC ბანკ კონსტანტასთან ითანამშრომლებს მცირე ბიზნესის დაკრედიტების გაზრდის მიზნით

02/02/2012 16:29 (5 დღე 14:22 minutes ago)

business.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ხელს შეუწყობს ბანკ კონსტანტას გააფართოვოს მცირე და საშუალო ბიზნესი ს ფინანსური მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group