2011 წელს მსოფლიოში 1, 55 მილიარდ ტელეფონი და სმარტფონი გაიყიდა

This text is replaced by the Flash movie.

Sunday, February 5, 2012
News Making Money

დასაქმება ბიზნესში

ავტორი თამარ ჩხეიძე, ნეტგაზეთი

09/09/2010 15:03 (513 დღე 21:21 minutes ago)

business.jpg
ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

4 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, 371 ათას 341 ადამიანი არის დასაქმებული ბიზნეს სექტორში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით.

 

სტატისტიკის სამსახურმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები  8 სექტემბერს გამოაქვეყნა.

დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან, ამავე წყაროს მიხედვით,   უმეტესობა,  58,7% მამაკაცია, ხოლო, 41,3% - ქალი.

საქართველოში დასაქმებულების ყველაზე დიდი რაოდენობა მსხვილ საწარმოებზე მოდის. შემდეგ მოდის მცირე საწარმოები, სადაც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 21,6% მუშაობს, ხოლო მესამე ადგილზე საშუალო საწარმოებში მომუშავე ადამიანებია.

საშუალო თვიური ხელფასი, საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში  ,მამაკაცებისთვის 600 ლარია, ხოლო ქალებისთვის 437 ლარი.

უფრო კონკრეტულად კი მსხვილ საწარმოებში, საქართველოში საშუალო ხელფასი 700 ლარზე მეტია, საშუალო საწარმოებში 400-ზე მეტი, ხოლო მცირე საწარმოებში კი 300-ზე მეტი.

დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში დომინანტი ვაჭრობის სფეროა. ასევე ავტომობილ ების, საყოფაცხოვრებო საგნების რემონტი,შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა. მესამე ადგილზეა ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სფერო, მომდევნო ორ ადგილს კი ტრანსპორტი და მშენებლობა იკავებს.

ჯანმრთელობის დაცვის  და სოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა ქალია, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაში მომუშავეები კი მამრობითი სქესის არიან.

საქართველოში მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, 58,9%, თბილისზე მოდის. მეორე ადგილზე იმერეთია,  დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 9.4%-ით, აჭარა 0,1%-ით ჩამორჩება ქვემო ქართლს და რეგიონში საქართველოში მომუშავეთა 7.6% ითავსებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელმაც ბიზნეს სექტორის 2010 წლის მეორე კვარტლის კვლევა გამოაქვეყნა, არსებული დოკუმენტის შენიშვნაში უთითებს, რომ კვლევაში არ იყო ჩართული საცალო ვაჭრობა ბაზრებსა და ბაზრობებზე.

კვლევა არ მოიცავს არაფინანსურ სექტორს. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ კვლევაში არ არის აღრიცხული საბანკო,სადაზღვევო სექტორი , სახელმწიფო მმართველობის და შიდამეურნეობის სექტორები.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6688 0.0002
1 ევრო EUR 2.1988 0.0051
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8246 0.0056
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6434 0.0030
1 თურქული ლირა TRY 0.9527 0.0046
100 რუსული მანეთი RUB 5.5188 0.0090
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
„მინი კრედიტის“ მომხმარებელი პროდუქციას ინტერნეტით შეიძენს

23/01/2012 13:27 (12 დღე 22:57 minutes ago)

internet.jpg

მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია „მინი კრედიტის“ განცხადებით, ქართველი მომხმარებლის აქტიურობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა, იუწყება რადიო კომერსანტი.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group