რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა მზესუმზირის ზეთისა და
მარცვლეულის ექსპორტი შეზღუდო, იტყობინება რადიო კომერსანტი.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამ გადაწყვეტილების შესახებ მოსავლის აღებისა და ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
სექტემბრის შუა პერიოდიდან ექსპორტის ნახევარი წლით აკრძალვის თხოვნით მთავრობას მცენარეული ზეთების მწარმოებელთა კავშირმა მიმართა. დარგის სპეციალისტების განცხადებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია ფასების 1,5%–ით გაზრდისა და მცირე მოსავლიანობის გამო.
ცივი მაისისა და ანომალურად ცხელი ზაფხულის შედეგად რუსეთში მზესუმზირის მოსავლის ზეთიანობა 40%–მდე დაეცა, რაც შიდა ბაზრისთვის საჭირო რაოდენობის ზეთის წარმოებისთვის საკმარისია, თუმცა ექსპორტისთვის პროდუქცია აღარ დარჩება.
თუკი აკრძალვის დაწესება არ მოხერხდება, კავშირი მთავრობას მზესუმზირაზე საბაჟო გადასახადის 30%–ით გაზრდას მოსთხოვს.
შეგახსენებთ, რომ ანომალური სიცხეების გამო რუსეთმა ემბარგო უკვე დააწესა მარცვლეულზე.
Related Stories