საქართველოში ფასები მცირდება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

თბილისის მერიის „იაფი კრედიტის“ პროგრამით არცერთი კომპანია არ დაინტერესებულა

24/02/2011 16:25 (452 დღე 11:07 minutes ago)

თბილისის მერიისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ერთობლივი პროექტით „იაფი კრედიტით,“ რომელიც ორი თვეა დაიწყო, ჯერ არცერთი კომპანია არ დაინტერესებულა, იუწყება რადიო კომრსნტი გაზეთ " ბანკები და ფინანსების" მასალებზე დაყრდნობით.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შეგახსენებთ, რომ, 2011 წლის იანვრიდან დაწყებული პროექტის მიხედვით, „იაფი კრედიტით“ სარგებლობა მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულ ბიზნესსა და ბიზნესი ს დაწყების მსურველ პირებს შეუძლიათ.

მერიამ პროექტის ფარგლებში, საკუთარი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოყო. სესხის მაქსიმალური ოდენობა, თითოეულ პირზე, 150 ათასი ლარით, საპროცენტო განაკვეთი კი 6%-ით განისაზღვრება. მეწარმემ სესხი სამოცი თვის განმავლობაში უნდა დაფაროს.

„იაფი კრედიტის“ პროექტში თბილისის მერია რამდენიმე კომერციულ ბანკთან თანამშრომლობს. ესენია „ საქართველოს ბანკი “, „ტაო პრივატ ბანკი“, „ბაზის ბანკი“ და „ ლიბერთი ბანკი “.

2011 წლის „იაფი კრედიტის“ პროგრამა სოციალური წარმოების განვითარებასაც ითვალისწინებს. თბილისის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ევრაზიის ფონდთანაც თანამშრომლობს. სოციალური საწარმოს შექმნით ან გაფართოებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში შეიტანონ საპროექტო განაცხადი საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად და „იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიისგან თანადაფინანსებისთვის სესხი მიიღონ. იმ ბიზნესებს კი, რომელთაც იაფი სესხი სურთ, მაგრამ სოციალურ პროფილის მქონენი არ არიან, ბიზნეს-პროექტი თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ.

დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, მერია გასცემს სესხს, ევრაზიის ფონდი კი გრანტს.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი „იაფი კრედიტის“ ფარგლებში 50 ათას ლარს გამოყოფს, გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 ათასი დოლარია. გრანტის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პროექტის ღირებულების მინიმუმ 30% სესხით შეივსოს.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის ზვიად არჩუაძის თქმით,  ჯერჯერობით მათთან განაცხადები არ შესულა, მაგრამ იმედი აქვთ, ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდება და ბევრ ადამიანს დაეხმარება. ამასთან, დამატებით არაერთი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

იგივეს აცხადებენ ევრაზიის განვითარების ფონდშიც. „დღეის მდგომარეობით მერიაში განაცხადი არ არის შესული და ჩვენთვისაც უშუალოდ ოფიციალური განცხადებით არავის მოუმართავს”, - განმარტავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერი ვიქტორ ბარამია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:03 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group