
მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები რეგიონებში ვაჭრობის მკვეთრ ზრდაზე საუბრობენ, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ტურისტული სეზონის პიკზე „გუდვილის“ ბათუმის ფილიალის სავაჭრო ბრუნვა 40%–ით გაიზარდა, „პოპულის“ სამმა სუპერმარკეტმა კი უკვე შეასრულა 2011 წლის ბიუჯეტი.
„გუდვილის“ დირექტორის ირინა ქოსაშვილის განცხადებით, ბათუმში „გუდვილი“ შარშან გაიხსნა, რაშიც კომპანიამ ნახევარი მილიონი ევრო ჩადო. ბათუმის „გუდვილში“ 100–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და როგორც ირინა ქოსაშვილი ამბობს, ამ პროექტმა გაამართლა.
„მართალია შარშან „გუდვილი“ აგვისტოს დასაწყისში გაიხსნა, თუმცა შედარება მაინც შეიძლება. წელს სავაჭრო ბრუნვამ 30–40 პროცენტით მოიმატა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, რადგან ჩვენს მიერ მიწოდებულ პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა პირველადი მოხმარების საქონელზე, კვების პროდუქტებზე. დიდი მოწონებით სარგებლობს „გუდვილის“ მიერ წარმოებული საკონდიტრო და კულინარიული პროდუქცია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ სეზონის ბოლომდე ბათუმის „გუდვილის“ მოგება კიდევ უფრო გაიზრდება,“ – ამბობს ირინა ქოსაშვილი.
„გუდვილი“ ბათუმში მომხმარებელს 12 000–მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს.
სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვან გაზრდაზე საუბრობენ სუპერმარკეტების ქსელ „პოპულშიც“. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქსელის აქტივობა გაიზარდა, რაც გამოიხატება პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და დივერსიფიკაციაში.
„პოპულის“ წარმომადგენლის ხატია ჯამბაზიშვილის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვის ზრდა ყველაზე მეტად გამოვლინდა რეგიონებში, განსაკუთრებით კი ბათუმში. „რეგიონებში პოპულის ქუთაისის მაღაზიას ლიდერის პოზიცია უკავია როგორც სავაჭრო ინდექსის, ასევე სავაჭრო ბრუნვის მიხედვით. როდესაც ვსაუბრობთ თბილისის მაღაზიებზე, ყველაზე აქტიური ამ პერიოდში წყნეთია. ამ სამმა მაღაზიამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის უკვე 120 %–ით შეასრულა ჩვენი 2011 წლის ბიუჯეტი,“ – ამბობს ჯამბაზიშვილი.
Related Stories