საქართველოში ფასები მცირდება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

შედეგებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, goodwilldelivery.ge

ავტორი ნანიკო მღებრიშვილი The FINANCIAL

10/08/2011 19:12 (285 დღე 08:29 minutes ago)

gudvili.jpg

goodwilldelivery.ge-მ დიდ წარმატებებს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სერვისი მხოლოდ ერთი თვეა არსებობს, შედეგებმა უკვე გადააჭარბა კომპანიის მოლოდინს. “საიტი ყოველდღიურად დაახლოებით 500 მომხმარებელს ემსახურება,” აცხადებს ირინა კოსაშვილი, გუდვილის დირექტორი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


“პროექტი წელიწადის ყველაზე პასიურ პერიოდში, ივლისში დაიწყო, სწორედ ამიტომ კომპანიის იმედები მის წარმატებსათან დაკავშირებით პირველი ორი თვისათვის საკმაოდ მცირე იყო, თუმცა რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა-ინტერნეტ გაყიდვებისადმი ინტერესი გასაოცრად მაღალია. ახლა მომავლისთვისაც უფრო დიდი მოლოდინი გვაქვს,” განაცხადა კოსაშვილმა FINANCIAL-თან ინტერივუში.


goodwilldelivery.ge-ზე 1500-ზე მეტი სახეობის პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. წლის ბოლოსთვის ნავარაუდებია რაოდენობის 5000-მდე გაზრდა. ონლაინ მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქტებს ყოველდღიური მოხმარებისთვის, როგორებიცაა საკვები პროდუქტები, სასმელები, ჰიგიენის ნივთები, საოჯახო საჭიროების ნივთები და ა.შ.  ონლაინ მყიდველები სარგებლობენ 5%-იანი ფასდაკლებით და ასევე აგროვებენ ქულებს გუდვილის ბარათებზე.


“დღეისათვის გაყიდვების ლიდერია ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები და ნატურალური წვენები,” განაცხადა თამარ გელანტიამ გუდვილის გაყიდვების დეპარტამენტის მენეჯერმა.


DHL სთავაზობს goodwilldelivery.ge-ს ტრანსპორტირების მომსახურეობას, მათ აქვთ სამი სახის პაკეტები: 20, 40 და 60 ლიტრიანი და მათი მიწოდების ფასი შესაფერისად 4, 5 და 6 ლარია.


“ონლაინ მაღაზიამ მოსახლეობის ისეთი ნაწილი მიიზიდა, რომლებიც დიდი მანძილის გამო არ იყვნენ ჩვენი მომხმარებლები.’ ამბობს კოსაშვილი. ”შეკვეთებს დიდი ნაწილი თბილისის აღმოსავლეთი ნაწილიდან მოდის, მაგრამ ვაკე-საბურთალოს მაცხოვრებლებიც საკმაოდ აქტიურობენ”


goodwilldelivery.ge-ს საზაფხულო აქციის მეშვეობით შეკვეთა თბილისის მიმდებარე უბნებიდან იგივე ღირს რაც თბილისიდან. შედეგად, მიღებულია მრავალი შეკვეთა წყნეთიდან, წავკისიდან, კოჯრიდან, მცხეთიდან და საგურამოდან.


კოსაშვილი ესაუბრება FINANCIAL-ს მიზეზებს,  თუ რატომ ღირს ონლაინ მაღაზიით სარგებლობა: ეს მოსახერხებელია, რადგან მომხმარებელს შეუძლია იყიდოს საქონელი დღის ნებისმიერი მონაკვეთიდან და ნებისმიერი ადგილიდან; ეს კომფორტულია, რადგან კლიენტებს საშუალება ეძლევათ თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და რიგებს; ისინი ზოგავენ როგორც დროს, ასევე ფულს; მათ აქვთ უკეთესი შესაძლებლობა შეადარონ საქონლის ფასები; ჩვენი ვებ-გვერდიდან შესაძლებელია საჩუქრების, მსოფლიო ს ნებისმიერი ადგილიდან, ყიდვა და გაგზავნა.


“ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა ონლაინ სუპერმარკეტი გაგვეკეთებინა 2010 წლის დეკემბერში, მაგრამ თვითონ იდეა ამაზე დიდი ხნით ადრე იყო წარმოქმნილი,” გვეუბნება გელანტია. “ბოლო დროს ელექტრონულმა ვაჭრობა მსოფლიო ს საცალო ვაჭრობის დარგში უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს. ჩვენმა ჯგუფმა თვალ-ყური ადევნა მსოფლიო ს წარმატებულ ონლაინ სუპერმარკეტების ქსელებს და მათ საქმიანობის პროცესს. დაკვირვებამ და გამოკვლევამ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ საქართველო მზადაა ამგვარი სიახლისთვის და ამგვარად ჩვენ შემოვთავაზეთ goodwilldelivery.ge ჩვენს მმართველ ჯგუფს.”


goodwill-ის ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ goodwilldelivery.ge-ს მომხმარებლების უმეტესობა 25-დან 50 წლამდეა და მათი უმეტესი ნაწილი დასაქმებულია.


“ერთი თვის გამოცდილებამ დაამტკიცა ჩვენი გამოკვლევის ჭეშმარიტება,” აღნიშნა გელანტიამ.
goodwilldelivery.ge-ს გაშვების შემდეგ, კომპანიამ დაიქირავა შვიდი ახალი პირი. goodwill პირობას იძლევა, რომ ის თავის კლიენტებს მრავალ სიახლეს შეთავაზებს სექტემბრიდან.


ონლაინ სუპერმარკეტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება მთელი მსოფლიო ს მაშტაბით. უკანასკნელი წლის მანძილზე მსოფლიო ს წამყვანი ონლაინ სუპერმარკეტების მომხმარებლების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ონლაინ ვაჭრობას 2% წილი უკავია მსოფლიო ს მთელ სამომხმარებლო ბაზარზე.


goodwill-ის მიხედვით, 2011 წლის მეორე ნახევარში, ინდივიდუალური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში 1,850,000-ს აჭარბებს. კომპანია ამბობს რომ წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ეს რიცხვი 26%-ით გაიზარდა. 2010 წლის მეორე ნახევარში, ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 1,460,000-ს შეადგენდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:12 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group