საქართველოს მასშტაბით 2012 წლის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

სემეკისა და ამერიკელი პარტნიორების სამუშაო შეხვედრა ბათუმში დღეიდან დაიწყება

15/08/2011 12:08 (280 დღე 15:35 minutes ago)

semeki.jpg

სემეკისა და ამერიკელი პარტნიორების სამუშაო შეხვედრა ბათუმში დღეიდან დაიწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და აშშ–ს კენტუკის შტატის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს, ბათუმში, რიგით მე–4 სამუშაო შეხვედრა დაიწყება,იტყობინება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

შეხვედრა ენერგეტიკული პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართება და 19 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ბათუმის მერთან და USAID–ის წარმომადგენლობასთან ერთად, დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი გახსნის.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ელექტროენერგიის განაწილების რეგულირება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, წყლის სისტემის სტანდარტები და განვითარება, ტარიფების რეგულირება, საზოგადოებრივი ურთიერთობების გაუმჯობესება და სხვა.


კენტუკის შტატის მარეგულირებელი კომისიისა და აშშ–ს კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ეროვნული ასოციაციის (NARUC) 6 კაციან დელეგაციას შტატის მარეგულირებელი კომისიის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ დეროუნი უხელმძღვანელებს.


აღნიშნული პარტნიორობის პროგრამა, რომელიც USAID-სა და აშშ–ს კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ეროვნული ასოციაციის (NARUC) მხარდაჭერით უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
როგორც კომისიაში აღნიშნავენ, ადგილობრივი ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის საერთაშორისო მარეგულირებელ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რაც USAID-ის შავი ზღვის მარეგულირებელი პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.


სემეკსა და NARUC–ს შორის პარტნიორობას საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა. მიჩიგანისა და ვერმონტის მარეგულირებელ კომისებთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მარეგულირებელი კომისიის მუშაობის გაუმჯობესებაში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:14 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group