Reuters: ქართველი მაგნატი რუსულ აქტივებს ყიდის


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

გენადი ონიშჩენკო "ბორჯომის" მწარმოებლებს მოსალაპარაკებლად იწვევს

22/08/2011 11:00 (273 დღე 16:55 minutes ago)

onishchenko.jpg

გენადი ონიშჩენკო "ბორჯომის" მწარმოებლებს მოსალაპარაკებლად იწვევს რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ დროა "ბორჯომის" თემაზე საუბარი პოლიტიკურიდან ტექნიკურ რაკურსში გადავიდეს და ქართული წყლის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად უშუალოდ მინერალური წყლის მწარმოებლებს იწვევს მოსალაპარაკებლად, იტყობინება ინტერპრესნიუსი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ ონიშჩენკომ რუსულ რადიოსადგურ "ეხო მასკვის" ეთერში, გადაცემაში "სვაიმი გლაზამი", მსმენელის მიერ ინტერნეტით გაგზავნილ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კითხვაზე - ნებას დართავს თუ არა რუსეთის საბაჟო "ბორჯომის" შეტანას რუსეთში და ვინ მოგმართათ რუსეთის ბაზარზე "ბორჯომის" დაბრუნების თხოვნით? – ონიშჩენკომ განაცხადა: "ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნარჩენმა, რომელიც ამ დროისთვის საქართველოსგანაა დარჩენილი, უეცრად დაიწყო წამოყვირება ხელისუფლების დონეზე, რომ ეს რა არის? რომ ქართველი მწარმოებლები არ წავლენ ამაზე?... _ ეს რა ხელისუფლებაა, რომელიც არ უშვებს თავის მწარმოებლებს, შევიდნენ რუსეთის ბაზარზე და ივაჭრონ?", - კითხულობს ონიშჩენკო.


მისივე თქმით, დღეს გაეცნო ტელეგრამას იმ დეპუტატისგან, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ შეხვდა (მისი გვარი ვერ გაიხსენა), რომელიც, ონიშჩენკოს თქმით, ამ კვირაში რუსეთში კიდევ ერთხელ ჩავა და მასთან შეხვედრას ითხოვს. "დეპუტატებთან შეხვედრა კარგია, მაგრამ ეს ნაკლებად პროდუქტიულია, რადგან მირჩევნია თავად მწარმოებლებს შევხვდე. ოფიციალური რუსეთის პოზიცია ასეთია: შევხვდებით ყველას, ვისაც სურს რუსეთის ბაზარზე შემოსვლა, მაგრამ საკმარისია პოლიტიკური რაკურსით ამ თემაზე საუბარი, გადავიდეთ ტექნიკურ კუთხეზე საუბარზე და რეალურად ვიმუშაოთ", - აღნიშნა ონიშჩენკომ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:26 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group