
წლევანდელი რთველის სახელმწიფო დაფინანსება გასულ წელთან შედარებით
მკვეთრად არის გაზრდილი. შარშან რთველის სუბსიდირებისთვის 6 მილიონი ლარი
გამოიყო, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
წელს თანხა 10 მილიონს შეადგენს.
„რთველი 2011“ დღეს იწყება, გურჯაანში საკოორდინაციო შტაბი იმუშავბს, სადაც გლეხები 24 საათიან რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას ყურძნის ჩამბარებელი პუნქტების შესახებ. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 22 ქარხანა მზადაა ყურძნის მისაღებად. იმუშავებს 27 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტიც.
წელს რეგიონში 120 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან, რაც შარშანდელზე გაცილებით მეტია. თუმცა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დარწმუნებული არიან, რომ წელს შარშანდელისგან განსხვავებით, გლეხებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექნებათ, რადგან მოსავლის ხარისხი უფრო მაღალია. კახეთში გლეხები 1 კილოგრამ "რქაწითელზე" სახელმწიფოსგან დამატებით 15 თეთრს, ხოლო "საფერავზე" 25 თეთრს მიიღებენ.
რაც შეეხება ღვინის უმსხვილეს კომპანიებს, „თბილღვინო“ კახეთში 2300 ტონა ყურძენს შეისყიდის, „თელიანი ველი“ 2 ათას ტონამდე ყურძენს ჩაიბარებს, „ბადაგონი“ 2200 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს.
Related Stories