
ოქროს მსოფლიო ფასის რეკორდული გაძვირების პარალელურად ფასები საქართველოშიც გაიზარდა, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
თუმცა, როგორც თბილისში ოქროს ერთერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, საქართველოში გაძვირება ნაკლებად მასშტაბურია.
„ოქროს სამყაროს“ წარმომადგენელთა ცნობით, ბოლო პერიოდში გრამი ოქრო 10%–ით გაძვირდა და 52 ლარს შეადგენს, ხოლო გრამი ბაჯაღლოს ფასმა 80–დან 95 ლარამდე აიწია. მათივე განმარტებით, ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზრის ადეკვატურად რომ მომხდარიყო გრამი ოქრო 60 ლარამდე უნდა გაძვირებულიყო. თუმცა, როგორც ოქროს სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო ოქროზე მოთხოვნა ისედაც დაბალია და არ სურთ მაღალი ფასის გამო კლიენტურა კიდევ უფრო შეუმცირდეთ.
შეგახსენებთ: საერთაშორისო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასმა უკვე გადააჭარბა 1910 დოლარს, თუმცა ანალიტიკოსების განცხადებით, გაძვირება მინიმუმ კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
Related Stories