მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში წელს დაახლოებით მილიონ რუს ტურისტს ველოდებით


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ავტოსამრეცხაო კომპანიების მიერ შემოთავაზებული სიახლეები

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

26/08/2011 18:15 (269 დღე 09:48 minutes ago)

car-wash-sexy-action-tuning.jpg

ისინი რეცხავენ, თქვენ ისვენებთ - ამ პრინცპიზეა აგებული თბილისის უახლესი ავტოსამრეცხაო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანია “Eco City” მომხმარებლებს მობილურ ავტოსამრეცხაო მომსახურებას თავაზობს, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს ეზო, გარაჟი, ქუჩა და ა.შ. მანქანის გარეცხვას მინიმუმ 20 წუთი ჭირდება. ამასობაში, სხვა, ახალმა, კომპანიამ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით  ქალი მუშახელი იქირავა.

“ჩვენ ვიყენებთ ‘ორთქლის მანქანისმრეცხავს’, სპეციალურ ხელსაწყოს, სახელად Optima Steamer. ტექნოლოგია ეკოლოგიურად სუფთაა და მიეკუთვნება ტექნიკის ისეთ სახეობებს, რომლებიც არ აბინძურებენ დედამიწას- კერძოდ არც წყლის ჭარბ რაოდენობას იყენებს და არც გარემოს აბინძურებს.” ამბობს მაია თავაძე,  ‘Eco City’-ს მენეჯერი.

“ავტოსამრეცხაო გამოძახებით უფრო იაფია ვიდრე სხვა ავტოსამრეცხაო მომსახურებები საქართველოში. მომსახურების ფასი,  მსუბუქ ავტომანქანებზე 9-დან 13 ლარამდე მერყეობს, ხოლო მიკროავტობუსის გარეცხვა 20 ლარი ღირს. თბილისის ცენტრალური უბნებიდან ზარის საფასური 1 ლარია, ხოლო გარეუბნებიდან 2 ლარი.

ავტოსამრეცხაო ბიზნესში მრავალი განსხვავებული მომსახურება გვხვდება - დაწყებული სრული მომსახურებიდან თვითმომსახურებამდე, ავტომატური და არაავოტმატური მოსმახურება. ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში კი ყველა თანამშრომელი გოგოა.

გლდანის და დიღმის გზაჯვარედინზე არის ავტოსამრეცხაო სადაც მანქანის გარეცხვის პასუხისმგებლობას თავზე გოგონები იღებენ. ას არის კიდევ ერთი, ახლახან გახსნილი, ავტოსამრეცხაო, რომელიც 2011 წლის აპრილიდან მუშაობს.

“ეს უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოში,” ამბობს თამთა ნოზაძე, MRS Clean-ის დამაარსებელი და დირექტორი. “რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ მანქანებს გოგონები რეცხავენ, ზრდის კლიენტთა რაოდენობას. მრავალი კლიენტი ჩვენთან ინტერესის გამო მოდის. მანქანის რეცხვა ქალებს უკეთ შეუძლიათ, ვიდრე კაცებს. ხარისხი და სილამაზე &submit=Search&searchphrase=exact&ordering=newest"> სილამაზე სწორედ ისაა, რაც ჩვენ კლიენტებს სურთ და ეს მათთვის განკუთვნილი სპეციალური მომსახურებაა”.

კომპანია თბილისის მაშტაბით ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს. რადგან უკვე მრავალი ავტოსამრეცხაოა, კონკურეცნია მაღალი იქნება.  ‘Wissol’ ბაზრის ლიდერია, მარტო თბილისში 32 ფილიალით.


‘Wissol’კლიენტებს უმაღლესი  დონის ავტოპსამრეცხაო მომსახურებას თავაზობს, განახლებული ინფრასტრუქტურით და მოდერნიზებული გადახდის სისტემით. ინდივიდუალური კლიენტებისთვის  ‘Wissol’-ის ეკონომიური მომსაჰურება მოიცავს: ინტერიერის და ექსტერიერის გარეცხვას - 12 ლარი სტანდარტული მანქანისთვის, 17 ლარი ჯიპისთვის; ექსტერიერის გარეცხვა - 6 ლარი სტანდარტული მანქანისთვის, 9 ლარი ჯიპისთვის; ინტერიერის გარეცხა - 6 ლარი სტანდარტული მანქანისთვის, ხოლო 8 ჯიპისთვის და უკანასკნელი, კარჩერის ავტო გარეცხვა - 4 ლარი სტანდარტული მანქანისთვის და 5 ლარი ჯიპისთვის.

‘Tegeta Motors’-ის ვაკის 5 ფილიალიდან თითოეული ყოველდღიურად , დაახლოებით, 20-30 მანქანას ემსახურება. გამოკვლევების მიხედვით, საშუალოდ, მომხმარებელი მანქანას 5 დღეში ერთხელ რეცხავს. ‘Tegeta Motors’  ყოველდღიურად 250-300 ლარს იღებს თითოეული ფილიალიდან.

სატვირთო მანქანის და ავტობუსის გარეცხვაზე საშუალოდ 1500 ლიტრი წყალი იხარჯება, სამგზავრო ავტომობილ ის გარეცხვას კი დაახლოებით 500 ლიტრი ჭირდება.

“ჩვენს ფილიალს მხოლოდ ერთი მთვლელი აქვს. ცალკე მთვლელი ავტოსამრეცხაოსთვის არ გვაქვს, ამიტომ არ შემიძლია ზუსტად გითხრათ ყოველთვიურად წყალში რამდენს ვიხდით, მაგრამ რეცხვის სერვისისთვის ეს ძვირი არ არის.” განაცხადა გელა კუპატაძემ,  ‘Tegeta Motors’-ის მომსახურების მენეჯერმა.

ჟორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბრძანებით წყლის კუბურ მეტრზე, მანქანის გარეცხვა 4.4 ლარი ანუ 3$ ღირს, როდესაც მოსახლეობა 0.20$-ს იხდის. “მანქანის გარეცხვის გადასახადები არ გაზრდილა. ხოლო მომხმარებელთათვის, ის გაიზარდა 3.15 ლარამდე იმათთვის ვისაც არააქვს წყლის მთვლელი. ეს არის ფიქსირებული გადასახადი. 2010 წლის დეკემბრამდე ის 2.40 ლარს შეადგენდა.” განმარტა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა

შეერთებულ შტატებში, მანქანის გარეცხვა მაქსიმუმ 25$ და მინიმუმ 10$ ღირს. ესაა სრული მომსახურება, რომელშიც შედის ექსტერიერის და ინტერიერის გარეცხვა, მტვერსასრუტი, ფანჯრების გაწმენდა, საგებების გაწმენდა, ბორბლების გაწმენდა და ექსტერიერის ხელით გასუფთავება.

ფასების სპექტრის გამო, ზოგიერთ ადამიანი მანქანის სახლში გარეცხვას ამჯობინებს. ასე რომ ისინი ზოგავენ არა დროს, არამედ ფულს.

“ჩემს მანქანაას ვრეცხავ როცა მინდა. ფულს არ ვიხდი და ვრეცხავ მაშინ, როდესაც მჭირდება. ჩემს მანქანას ჩემზე უკეთ ვერავინ გარეცხავს. ადამიანზე უკეთ, რომელიც მანქანას საკუთარი ხელებით რეცხავს, ვერაფერი გაწმინდავს.” განაცხადა, ოპელის პატრონმა, ზურა ნანობაშვილმა.

მან თქვა, რომ მანქანა ავტოსამრეცხაოში არასოდეს გაურეცხავს.

ავტომრეცხავები ამბობენ, რომ მანქანის ხელით არასწორმა რეცხვამ, შეიძლება მისი ექსტერიერი დააზიანოს. საღებავზე მიდებულმა ქვიშამ და მტვერმა ადვილად შეიძლება დაკაწროს მანქანა. არასწორად შერჩეულმა ღრუბელმა ან საპომა ასევე შეიძლება მანქანა დააზიანოს ან ფერი შეუცვალოს.

მანქანის პროფესიონალურად გარეცხვა კარგია არა მხოლოდ თქვენი მანქანისთვის, არამედ გარემოსთვისაც.  საშუალოდ, პროფესიონალურ ავტოსამრეცხაო ხარჯავს სახლში გარეცხილ მანქანაზე დახარჯული წყლის რაოდენობის ნახევარს. თუ თქვენ ხშირად იყენებთ ავტოსამრეცხაო მომსახურებებს ეს ნიშნავს, ნაკლებ წყლის გადასახადს თქვენთვის და ნაკლებ ზიანს გარემოსთვის.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:34 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group