| საქართველოს ენერგოსექტორში შესაძლოა უმსხვილესი ბრაზილიური კომპანიები შემოვიდნენ |
|
30/08/2011 12:03 (265 დღე 16:02 minutes ago) | ||||||||||||
|
რადიო კომერსანტის ცნობით, საქართველოს ენერგოსექტორში შესაძლოა მსხვილი ბრაზილიური ინვესტიციები ჩაიდოს.
ბრაზილიაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის ენერგეტიკის და წიაღისეულის მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოში არსებული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში ბრაზილიის მსხვილი კომპანიების მონაწილეობა განიხილა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ბრაზილიის მხარე დაინტერესდა საქართველოს მდიდარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით და მიმდინარე ენერგეტიკული პროექტებით. ქართველმა მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია მსოფლიო ში აღიარებული ბრაზილიური ჰიდროელექტროკომპანიების მონაწილეობით საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











