| გოგი თოფაძე ლიმონათს ირანში ჩამოასხამს |
|
30/08/2011 12:44 (265 დღე 15:23 minutes ago) | ||||||||||||
|
"ყაზბეგის" პრეზიდენტი ირანში დღეს მიემგზავრება, სადაც პარტნიორებთან შეხვედრას გამართავს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
როგორც თოფაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, შეთანხმება ირანულ მხარესთან პრაქტიკულად მიღწეულია: ირანი დაინტერესებულია ქართული ლიმონათის ჩამოსხმით და ადგილზე წარმოებით. „ახლა ჩვენი სპეციალისტები წყლის ანალიზს აკეთებენ, პარალელურად მიმდინარეობს ქარხნების შესაბამისი ტექნოლოგიით აღჭურვა, პროექტირება და ალბათ, სექტემბრისთვის ეს ყოველივე დასრულებულ სახეს მიიღებს და ირანში საქართველოს სახელით, „ყაზბეგის“ტექნოლოგიითა და ეტიკეტით, ლიმონათი „ყაზბეგი“ ჩამოისხმება“ – ამბობს გოგი თოფაძე .
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











