
2015 წლისთვის სმარტფონები მობილური ტექნიკის მსოფლიო ბაზრის ნახევარს
დაიკავებენ, ასეთი დასკვნა კვლევითი კომპანია IHS-ის თანამშრობლებმა
გააკეთეს, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მათი მონაცემებით, 2015 წლისთვის გაყიდული სმარტფონების რიცხვი 1,03 მილიარდს მიაღწევს, რაც წელს რეალიზებული სმარტფონების რაოდენობას ორჯერ აღემატება.
ყველაზე სწრაფად გაყიდვად კატეგორიად ანალიტიკოსები ბიუჯეტურ სმარტფონებს მიიჩნევენ: შეზღუდული ფუნქციებისა და მცირე მეხსიერების მოდელების გაყიდვის ტემპი 2011-2015 წლებში, ყოველწლიურად, 115 %-ით გაიზრდება.
IHS-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ „სამსუნგმა“ ბიუჯეტური სმართფონების გაყიდვები საგრძნობლად გაზარდა და ბაზარზე კონკურენტების საბაზრო წილებზე უკვე გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი, ჩინეთსა და ლათინურ ამერიკაში. თუმცა, „სამსუნგი“ ლიდერობას „გონიერი“ ტელეფონების წყალობით ინარჩუნებს.
სმარტფონების მზარდი გაყიდვების მიზეზად ექსპერტები მობილური დანართების გაფართოებას, განვითარებადი ქვეყნების ძლიერ მხარდაჭერასა და სმარტფონების მწარმოებელი კომპანიების მჭიდროთანამშრომლობას ასახელებენ.
Related Stories