მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს შეხვდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

სურსათის სფეროში მოსაკრებლები შესაძლოა, ცენტრალურ ბიუჯეტში აღარ შევიდეს

01/09/2011 17:57 (263 დღე 10:11 minutes ago)

finance1.jpg

ინტერპრესნიუსის ცნობით, სურსათის სფეროში მოსაკრებლები შესაძლოა, ცენტრალურ ბიუჯეტში აღარ შევიდეს სურსათის სფეროში სარეგისტრაციო მოსაკრებლები შესაძლოა, ცენტრალურ ბიუჯეტში აღარ შევიდეს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამასთან დაკავშირებით ცლილების შეტანას მთავრობა, "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში გეგმავს .
მოქმედი კანონმდებლობით, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა ხდება საქართველოს ცენტრალურ ანგარიშზე, ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტოს დაფინანსება შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ხორციელდება.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ უშუალოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე განხორციელდება.


ამ ინიციატივით მთავრობა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების ერთ ანგარიშზე კონსოლიდაციის გზით, რეგისტრაციის მაძიებლებისთვის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის გამარტივებას ვარაუდობს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროში პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია 600 ლარი ღირს; პესტიციდების ახალი პრეპარატული სახის რეგისტრაცია ექსპერტიზის საფუძველზე – 350 ლარი; რეგისტრირებული პესტიციდების გამოყენების სფეროს გაფართოების მიზნით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯგუფების რეგისტრაცია – 450 ლარი; პესტიციდების შემოკლებული ვადით (დროებითი) რეგისტრაცია – 500 ლარი; პესტიციდების ხელახალი რეგისტრაცია – 300 ლარი; აგროქიმიკატების რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია – 150 ლარი. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 1000 ლარი; ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 700 ლარი და ა.შ.


სტატისტიკის მიხედვით, სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდით სახელმწიფო ბიუჯეტში 2008 წელს 45190 ლარი შევიდა, 2009 წელს 123.058 ლარი, 2010 წელს კი 111.930 ლარი.


კანონპროექტი პარლამენტში საშემოდგომო სესიის პირველივე ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
საშემოდგომო სესიას პარლამენტი 6 სექტემბერს იწყებს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:39 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group