
ეკონომისტები მომხმარებლებს, უახლოეს მომავალში, ბამბის ტანსაცმლის გაძვირების შესახებ აფრთხილებენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
რადგან ბამბის ფასი პიკს აღწევს, ტანსაცმლის ფასებიც გაიზრდება. საქართველოს ტანსაცმლის მაღაზიები ვარაუდობენ, რომ ფასების დაახლოებით 4 თვეში აიწევს.
წინა ზაფხუილიდან მოყოლებული ბამბის ფასი იზრდება. მარტში, სასაქონლო ბაზარზე, ერთი გირვანქა ბამბის ფასი 2 დოლარი გახდა. ბამბის ფასი რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა. ჟერ კიდევ ერთ წლის წინ, 1 გირვანქა ბამბის ფასი 0.70 დოლარს შეადგენდა.
ბამბის ფასის მკვეთრი ზრდა ჩინეთის მიერ წარმოებულ ნედლეულზე დიდ მოთხოვნასთან არის დაკავშირებული. ავსტრალია, რომელიც ბამბის წარმოებასა და ექსპორტში მეოთხე ადგილას იყო, წელს უღარიბეს მოსავალს ელის. ამის გამო, ავსტრალია, წელს, ბამბის ბაზრიდან გამოვიდა. ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ მიზეზთა შორის, რის გამოც ბამბის ფასი იზრდება. უახლოეს მომავალში, ერთი გირვანქა ბამბის ფასის გაზრდა 2.20 დოლარამდე არის პროგნოზირებული.
ეკონომისტები ბამბის ფასის მალე დაცემას იმედოვნებენ, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი, ტანსაცმლის გაზრდილი ფასი უცვლელი დარჩება. ამის მიზეზია ის, რომ ქსოვილების მწარმოებლებს, რომლებსაც ბამბა ძვირი სეზონის პერიოდში აქვთ ნაყიდი, დაჭირდებათ მაღალი ფასების მომხმარებლებზე გადატანა.
ტანსაცმლის ფასი საქართველოში, ჯერ-ჯერობით, არ შეცვლილა, რადგან, ამჟამად, საქართველოში იყიდება ტანსაცმელი, რომელიც ბამბის ფასების გაზრდამდე იყო დამზადებული. თუმცა ფასების გაზრდას, ქართული მაღაზიები, მომავალ 4 თვეში ელიან.
თბილისის ‘Next’-ის, მთავარი ბუღალტერი, დავით ზაკიძე, ამბობს, რომ მათი მაღაზია ფასებს არ გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ნექსთის ბრიტანულმა მაღაზიებმა, ამ სეზონში, ფასები 8%-ით გაზარდეს. თუმცა ნედლეულის ბამბის ფასების მატებამდე რომ არ შეეკვეთათ, ფასები 18%-ით გაიზრდებოდა.
“ფასები დამოკიდებულია მომწოდებლებზე. ჩვენით ფასებს ვერც გავზრდით და ვერც შევამცირებთ. ამჟამად ფასები იგივე რჩება და უახლოეს მომავალშიც არ ველით ცვლილებას. ჩერმს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ ნედლეულის იმხელა მარაგი გვაქვს, რომ საკმარისი რაოდენობით ტანსაცმელი 2-3 თვის მანძილზე ვაწარმოოთ და შემდეგ რა მოხდება ვნახავთ.” განაცხადა დავით ზაკიძემ.
”ცოტა ხნის წინ, ბამბის ფასების გაზრდის გამო ჩვენ ტანსაცმლის ფასების გაზრდა მოგვიწია.” თქვა ’Tradeline’-ის მარკეტინგის მენეჯერმა, ეთერ გვარაძემ. ‘Tradeline’ საქართველოში Levis-ის, Docker-ის, Lee-ს, wrangler-ის, Rifle-ის, Burlington-ის და Falke-ს ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია. “ზოგიერთი ტანსაცმლის ფასი 10%-ით გაიზარდა, ზოგიერთის 20%-ით, მაგრამ დიდმა ნაწილმა ფასების ზრდა საერთოდ არ განიცადა. ეს თვითონ ტანსაცმელზე არის დამოკიდებული. ჩვენი ევროპელი მომწოდებლები საქართველოს ბაზრის გათვალისწინებას და ფასების შესაბამისად დარეგულირებას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ მომწოდებლები თავად გვთავაზობენ დასადებ ფასებს, ჩვენ ხშირად უფრო დაბალ ფასად ვყიდით ტანსაცმელს, რათა ქართველ კლიენტების შესაძლებლობებს მოვერგოთ.” დაამატა გვარაძემ.
ჯინსის 90% ბამბისგან შედგება. აქედან გამომდინარე, ბამბის ფასების გაძვირების შემთხვევაში, ჯინსების მაღაზიები თავიანთ საქონელზე ფასებს პირველები გაზრდიან. მას საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთებზე და ბავშვთა ტანსაცმელზე ფასის ზრდა მოყვება.
სავაჭრო ქსელი ‘Brand’ და ქსოვილების ქარხანა ხელვაჩაურში ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიებს აერთიანებენ. დირექტორი, ნანა კლდიაშვილი, ამბობს, რომ ფასების გაზრდა საყოფცხოვრებო ნივთებზეა მოსალოდნელი, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ბამბას შეიცავენ. რაც შეეხება ტანსაცმელს, სავაჭრო ქსელი მათ ფასებს არ გაზრდის.
“ბამბის ფასის გაზრდის მიუხედავად, ჩვენ სტაბილურობის შენარჩუნებას ვცდილობთ. ჩვენს ქსელში, ტანსაცმლის ფასი, არ შეცვლილა. მაგრამ, საოჯახო ქსოვილების ფასები, როგორიცაა: პირსახოცები, ზეწრები, საბნები, ბალიშები და სხვა, 2%-ით გაიზარდა. როდესა, მსოფლიო ს მაშტაბით, მათი ფასები, დაახლოებით, 30%-ით მეტია.” განაცხადა კლდიაშვილმა.
“ჩვენთვის, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ფასები ქართველ კლიენტებს მოვარგოთ. მრავალ ოჯახს 5-ზე მეტი შვილი ყავს. მათ ტანსაცმელს ხშირი განახლება ესაჭიროება, ამიტომ კლიენტებს შემცირებულ ფასებს ვთავაზობთ”. განაცხადა ბავშვთა მაღაზია, ‘Bebe+’-ის, მენეჯერმა.
მსოფლიო ბრენდების, ‘PUMA’-ს და ‘Adidas’-ის ქართული პარტნიორი, ‘Ajara Textile’, ფიქსირებულ ფასებს შეინარჩუნებს. ის ფასებს არ გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ფასი ბამბაზე იზრდება. “თურქი პარტნიორები გვაწვდიან ნედლეულს, რისგანაც ვაწარმოებთ ტანსაცმელს. ამიტომ ჩვენ მათ ვუგზავნით ჩვენს კოლექციას და ისინი მას მთელს მსოფლიო ში ავრცელებენ. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ნედლეულის ფასების ზრდა ჩვენთვის არ არის მოსალოდნელი.” ამბობს, ‘Ajara Textile’-ის ფინანსური მენეჯერი, გია ლომინაძე.
ცუდმა ამინდებმა ჩინეთში, ინდოეთსა და პაკისტანში ახლახან მომხდარი ბამბის ნაკლებობა გამოიწვია. წყალდიდობამ ბამბის მინდვრების ათასობით აკრი გაანადგურა და ბამბის გლობალური ნაკლებობა გამოიწვია. ჩინეთი მსოფლიო ბამბის ნომერ პირველი მწარმოებელი და იმპორტიორია. 25 მილიონი ბამბის ფერმერით, ჩინეთი მსოფლიო ს ბამბის 50%-ით ამარაგებს.
Related Stories