საქართველოში ფასები მცირდება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

ონიშჩენკოს უწყების მტკიცებით, მათ „ბორჯომის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ

07/09/2011 11:30 (257 დღე 16:42 minutes ago)

რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები სამშაბათს კომპანია IDS Borjomi International–ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მინერალური წყლის „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ რუსული გამოცემა „გაზეტა რუ“ ონიშჩენკოს უწყების მიერ გავრცელებული ცნობის საფუძველზე იუწყება.

„როსპოტრებნადზორის სპეციალისტებმა კომპანიის წარმომადგენლებს აცნობეს რუსული მხარის მოთხოვნები ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ, რომლებიც წარმოებას და პროდუქციის უსაფრთხოების სისტემის უზრუნველყოფას აღწერს,“ – ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ პროცედურის გავლის შემდეგ რუსი ექსპერტები წარმოების ინსპექტირებას მოახდენენ, გამოიკვლევენ პროდუქციის ნიმუშებს და ამის შემდეგ იქნება განხილული „ბორჯომის“ დაშვების საკითხი რუსულ ბაზარზე.

შეგახსენებთ: რამდენიმე ხნის წინ რუსეთის სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ რუსეთის მხრიდან „ბორჯომის“ დაბრუნებას ხელოვნური წინააღმდეგობები არ ექმნება.

„ბორჯომის“ იმპორტზე ემბარგო რუსეთს 2006 წლიდან აქვს დაწესებული. მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „როსპოტრებნადზორში“  რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის დაბრუნების შესახებ კომპანია „ბორჯომის“ განცხადება შევიდა. თუმცა მალე თავად ქართულმა კომპანიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მსგავსი წერილით ონიშჩენკოს უწყებისთვის არ მიუმართავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:43 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group