სააკაშვილი - თუ საქართველოს დემოკრატია დაეცემა, სატრანზიტო გზა ევროპასა და აზიას შორის აღარ იქნება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

აზიურმა ბრენდებმა „პეჟოს“ ბიზნესს დარტყმა საქართველოშიც მიაყენეს

14/09/2011 17:47 (250 დღე 10:27 minutes ago)

ფრანგული სა ავტომობილ ო გიგანტი „პეჟო“ მოგების შესანარჩუნებლად სამუშაო ადგილებს ამცირებს, იუწყება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ნაბიჯზე წასვლა მოთხოვნის შემცირებამ და პროდუქციის გაიაფებამ აიძულათ. მსგავსი პროცესები ქართულ ბაზარზეც ფიქსირდება. “პეჟოს” გაყიდვების მენეჯერის ერეკლე გაბუნიას თქმით, ამ ფრანგულ ბრენდზე ქართულ ბაზარზე მოთხოვნა ბოლო ორი წელია მცირდება, რის გამოც მენეჯმენტმა კომპანიაში რეორგანიზაცია დაიწყო.

„ფაქტია, რომ აზიურმა ბრენდებმა, განსაკუთრებით „კიამ,“ „ჰიუნდაიმა“ და „ტოიოტამ“ შეძლეს ფასების მინიმუმამდე შემცირება, მომსახურების ვადებისა და გარანტიის გაზრდა. რაც მთავარია, მათ ხარისხი ევროპული ბრენდების სტანდარტებს მიუახლოვეს, თუმცა მას ნამდვილად ვერ აჯობეს. შედეგად, 2010 წელს წინა წელთან შედარებით ჩვენი რეალიზაცია 20%-ით შემცირდა, წელს კი გასულ წელთან შედარებით გაყიდვები 10%-ითაა დაკლებული,“ - ამბობს გაბუნია. შექმნილ ვითარებაში „პეჟოს“ ცენტრმა გადაწყვიტა, აღმაშენებლის გამზირიდან ძველ ადგილს - ბარნოვის ქუჩას დაუბრუნდეს, სადაც შოუ-რუმი და სერვის ცენტრი გაერთიანდება. ერეკლე გაბუნიას თქმით, სწორედ აქაა კონცენტრირებული „პეჟოს“ ავტომობილ ების პოტენციური მომხმარებელი.

მომხმარებლის შენარჩუნების მიზნით კომპანია ფასდაკლების აქციებსაც ატარებს.  ექსპერტების შეფასებით, „პეჟო“ ცდილობს მოგებაში განსხვავება ძირითად კონკურენტ „ფოლკსვაგენთან“ შეამციროს. ამისთვის სპეციალისტების გათვლებით კომპანიას დასჭირდება მოგების 3,7 მილიარდ ევრომდე გაზრდა. თუმცა, ექსპერტებს უჭირთ დაკონკრეტება, როგორ მოახერხებს „პეჟო“ ამ მაჩვენებლებზე გასვლას.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:45 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group