
ქართულ ბაზარზე მოქმედი სუპერმარკეტები ინტერნეტ-ვაჭრობის განვითარებას არ ჩქარობენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
დღეისათვის ყველაზე აქტიური ამ მხრივ „გუდვილია,“ რომელიც ინტერნეტ-გაყიდვების სერვისის, goodwilldelivery.ge-ს საშუალებით დღეში საშუალოდ 8-10 შეკვეთას იღებს. ეს კი, ქსელის წარმომადგენლის თეა გოცაძის თქმით, 2 თვის წინ გახსნილი ინტერნეტ-მაღაზიისთვის კარგი მაჩვენებელია.
„გუდვილმა“ აღნიშნული მომსახურება ივლისში აამოქმედა. გოცაძის თქმით, ეს საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო, რადგან მომხმარებლისთვის პროდუქციის უშუალოდ, „შეხებით“ შერჩევა მნიშნელოვანია. რაც შეეხება ონლაინ-შოპინგის დადებით მხარეებს, გოცაძის განცხადებით, საიტზე პროდუქციის შესახებ ყველა აუცილებელი ინფორმაციაა განთავსებული. ამასთან, goodwilldelivery.ge-ზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ნებისმიერ პროდუქტზე 5%-იან ფასდაკლებას იღებს. ტრანსპორტირების საფასური კი ფიქსირებულია და 4 ლარს შეადგენს.
„ქართულ სუპერმარკეტებს შორის ინტერნეტ-სერვისი რამდენიმე წლის წინ „იბისიმაც“ აამოქმედა, თუმცა ის მალევე დაიხურა. ჩვენ კი აქტიური სარეკლამო კამპანიით შევძელით მომხმარებლის დაინტერესება. ამჟამად ინტერნეტის საშუალებით „გუდვილიდან“ 3 ათასი პროდუქტის, მათ შორის პირველადი მოხმარების საგნების გამოწერაა შესაძლებელი, და ასორტიმენტი კიდევ გაიზრდება,“ - აცხადებს გოცაძე.
ახლო მომავალში ონლაინ-გაყიდვების ამოქმედებას არ გეგმავს „პოპული,“ რომლის ახალ მენეჯმენტშიც აცხადებენ, რომ ქსელის უმთავრესი სტრატეგია ამჟამად მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდა და ახალი საფასო პოლიტიკის განხორციელებაა.
ონლაინ-გაყიდვების ამოქმედება არც „ჯი.მარტის“ გეგმებშია.
Related Stories