საქართველოში ფასები მცირდება


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

წარწერა ტანსაცმელზე Made in Georgia „ადიდასის“ მაღაზიებში 2011 წლის ნოემბრიდან გაჩნდება

ავტორი მარიამ პაპიძე, The FINANCIAL

12/10/2011 13:25 (222 დღე 14:58 minutes ago)

adidas-store-4.jpg

საქართველოში ერთ–ერთი უდიდესი სამკერვალო ფაბრიკა „ აჭარა ტექ სტილი “ ამჟამად „პუმას,“ „ლოტოსა“ და „ერმას“ ფირმის სპორტულ ტანისამოსს ამზადებს. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ, წარწერით Made in Georgia. 2011 წლის ნოემბრიდან კი  წარწერა სამოსზე Made in Georgia საქართველოს „ადიდასის“ მაღაზიებშიც გაჩნდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


„ადიდასის“ ტანსაცმლის შესაკერად ახალი ქარხანა უკვე გაიხსნა. აჭარა ტექ სტილი ს  ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ The FINANCIAL – თან ქარხნის ბიუჯეტზე, შედეგებსა და გეგმებზე ისაუბრა.

„ფაბრიკის მშენებლობა 2008 წლის ივნისში დაიწყო და იმავე წელს დასრულდა.  პირველ რიგში, ჩვენ იჯარით ავიღეთ 5,000 კვ.მ. ტერიტორია, განვახორციელეთ სამშენებლო სამუშაოები, შეიქმნა ფაბრიკა და დაიწყო წარმოება. სამკერვალო სრული დატვირთვით მუშაობს. იმ დროისათვის, ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს „პუმასა“ და სხვა ცნობილ ბრენდებთან. თანდათანობით კი მათთან თანამშრომლობაც დავიწყეთ,“ გვითხრა გია ლომინაძემ.

„აჭარა ტექ სტილი ს“ ქარხანა აჭარაში, ქობულეთის რაიონის სოფელ ბობოყვათში მდებარეობს. წარმოებული პროდუქცია მთელ მსოფლიო ში ექსპორტზე გააქვთ, წარწერით Made in Georgia.

სამკერვალო ფაბრიკა მხოლოდ სპორტულ ტანისამოსს კერავს. ფაბრიკის პროდუქციის 90 % „პუმას“ ტანისამოსია. პროდუქცია თურქეთში იგზავნება, ხოლო თურქეთიდან აფრიკაში, კანადაში, გერმანიაში, ინგლისში და სხვა ქვეყნებში. ფაბრიკაში დღეში 10,000 ცალი სამოსი იკერება. „ ჩვენს ფაბრიკაში დამზადებული პროდუქციის საქართველოში გავრცელება არ ხდება. პუმასთან შეთანხმების თანახმად, ბათუმის ტექ სტილი პროდუქციას მხოლოდ გლობალურ ბაზარზე გასაყიდად ამზადებს. ჩვენს გვაქვს წარმოების და არა გაყიდვის უფლება,“ ამბბობს ლომინაძე.

„პუმა“ დიტრიბუციის უფლებას ერთ კომპანიას აძლევს, ხოლო გაყიდვის უფლებას მეორე კომპანიას. ფასებსაც „პუმა“ ადგენს.  „პუმას“ პროდუქციის ხარისხის გაკონტროლება თავად სურს  და დისტრიბუციის უფლებასაც თავად გასცემს. „პუმას“ პროდუქცია აჭარიდან თურქეთში მიდის,  შემდეგ გერმანიის „პუმას“ მაღაზიებში, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიო ს „პუმას“ მაღაზიებში,“თქვა ლომინაძემ.

პროდუქციის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ბამბის, აბრეშუმის, თეთრეულის, მატყლის, პოლიესტერის, ხავერდის და სხვა ქსოვილების ხარისხისა და რაოდენობის განსაზღვრაც იმ კომპანიების მიერ ხდება, რომლებიც პროდუქციას „აჭარა ტექსტილს“ უკვეთავენ. „ თუ პროდუქციის ხარისხი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მაშინ მისი დისტრიბუციაც არ ხდება.  მაგალითად, „პუმას“ შემთხვევაში, თავად კომპანია განსაზღვრავს რა ტიპის ქსოვილი უნდა იქნას გამოყენებული კოლექციის შექმნისას. „პუმა“ გვიგზავნის ნიმუშებსაც.  ზოგჯერ, „პუმა“ ქსოვილის ნაწილს გვიგზავნის, ზოგჯერ ჩვენ მას თავად ვიძენთ, ძირითადად თურქეთში,“ აღნიშნავს ლომინაძე.

„აჭარა ტექ სტილი “ მხოლოდ მსოფლიო ბრენდებისთვის ქმნის პროდუქციას. ქართველ დიზაინერებს არ შეუძლიათ თავიანთი კოლექცია შეაკაერნინონ ჩვენთან.  ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი ფაბრიკა მხოლოდ დიდი რაოდენობის შეკვეთებზე მუშაობს. „ ქართველ დიზაინერებს არ შეუძლიათ დიდი რაოდენობის შეკვეთების გაკეთება.  თუ მოდელი რთული არ არის, ჩვენ 5, 000 ცალ მოდელს ვკერავთ დღეში. ქართველ დიზაინერებს არ სჭირდებათ ამდენი ტანსაცმელი თავიანთ მაღაზიებში,“ გვითხრა ლომინაძემ.

ფინანსური დირექტორი The FINANCIAL - თან საუბრისას აცხადებს, რომ ფაბრიკა ძალიან პროდუქტიულად მუშაობს.  „სამკერვალო ფაბრიკა 3 წელია რაც მუშაობს. დღევანდელი პერსპექტივიდან, მე ვფიქრობ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში  მუშაობა მომგებიანი აღმოჩნდა. ჩვენ ნორმალური ფინანსური მოგება გვაქვს. კომპანიის  წლიური ბრუნვა 6 მილიონია ლარია. თავიდან, ამდენი მოგება არ გვქონდა, მუშახელის გამოუცდილობის  გამო. ამასთან, ქართველები ნაკლებ პროდუქტიულები არიან  სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან შედარებით. მაგრამ ახლა, უფასო სასწავლო პროგრამების შემდეგ, ჩვენი მუშახელი უფრო გამოცდილია და მათი პროდუქტიულობაც გაიზარდა,“ გვითხრა ლომონაძემ.

„აჭარა ტექსტილს“ ერთი „პუმას“ საწარმო და მეორე „ადიდასის” აქვს. „პუმას“ საწარმოში 570 მკერავი მუშაობს, ხოლო „ადიდასის“ საწარმოში ნოემრიდან 170 მკერავი დაიწყებს მუშაობას. მკერავის საშუალო ხელფასი აჭარის სამკერვალო ფაბრიკაში 350 ლარია. ქარხანაში ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 14:54 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group