| ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიდეო-ინტერვიუ |
|
17/10/2011 22:17 (217 დღე 06:06 minutes ago) | ||||||||||||
|
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მისივე პრეს-სამსახურმა youtube-ზე, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.
“ბოლომდე ვმერყეობდი... მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები ყოველდღიურად გამყარდება, ხოლო მათი (ხელისუფლების) პოზიციები შესუსტებას დაიწყებს”, – განაცხადა მეწარმემ და დაადასტურა მისი მიზნები რუსეთში საკუთარი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით, რათა შემდეგ ეს ფული საქართველოს ეკონომიკაში ჩადოს. (ვიდეო ჩანაწერი იხილეთ ქვევით) “ჩემი ქონების აღწერა (რუსეთში) უკვე დაიწყო...მე ვიცი, რომ ყველაფრის მაღალ ფასში გაყიდვა ვერ მოხერხდება, მაგრამ მზად ვარ, მოვახდინო ყველაფრის რეალიზება,” – განაცხადა ივანიშვილმა. მისი ოფისის კედლები თბილისში გაფომებულია დემიენ ჰერსტისა და როი ლიხტენშტეინის ნახატებით, ეზოში კი დგას ზახი ჰადიდის, ანიშა კაპურას და ჰენრი მურის სკულპტურები. ”მე ვიმედოვნებ, რომ დემოკრატიის ხარისხით, რომელსაც საქართველოში მივიღებთ, ევროპასაც კი ვაჯობებთ. ეს იქნება ისეთი დემოკრატია, სადაც ევროპელებს თავად მოუნდებათ საქართველოში ინვესტიციების ჩადება”,- ამბობს ივანიშვილი. youtube-ზე ბიზინა ივანიშვილის ანგარიში 16 ოქტომბერს, საღამოს გაიხსნა. ივანიშვილის ოფიციალურ ვიდეო-არხზე ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ვიდეოა. რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენმა ოფიციალური გვერდი -შიც გახსნა. გასულ კვირას, ბიძინა ივანიშვილის შვილმა - ბერამ განაცხადა, რომ მისი ახალი კლიპის "ქართული ოცნება"-ს პრემიერას არც-ერთი სატელევიზიო არხი დათანხმდა. თავად ბერას სატელევიზიო აუდიტორიასთან პირველი გაცნობა "ნანუკას შოუში" მოხდა. თუმცა, მამის განცხადებების შემდგომ ბერა არც ერთ არხზე, მათ შორის ოპოზიციურზე, არ გამოჩენილა. (ვიდეო ჩანაწერი იხილეთ ქვევით)
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











