| ონიშჩენკო: ”სარაჯიშვილის” კონიაკი შესაძლოა რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს |
|
26/10/2011 17:47 (208 დღე 10:38 minutes ago) | ||||||||||||
|
ქართული კომპანია ”სარაჯიშვილის” მიერ წარმოებული კონიაკი შესაძლოა, რუსეთის ბაზარზე დაბრუნდეს.
ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ. მისი თქმით, კომპანიამ მისი პროდუქციის შესამოწმებლად ოფიციალურად მიმართა როსპოტრებნადზორს, რომელიც ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესებას აპირებს.
ამასთან, ონიშჩენკო აცხადებს, რომ კომპანია ”სარაჯიშვილის” მიერ წარმოებული კონიაკის შესამოწმებლად საქართველოში რუსი ექსპერტების ვიზიტს ხელი, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებამ შეუშალოს. კომპანია ”სარაჯიშვილის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ რუსეთს მის ბაზარზე პროდუქციის დასაბრუნებლად პირველად 2006 წელს, მეორედ კი - დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართეს.
ბუბუტეიშვილის ცნობით, მიღებული პასუხის მიხედვით, როსპოტრებნადზორი ექსპერტების გამოგზავნას აპირებს და თუ წარმოება აკმაყოფილებს ელიტური სასმელის მოთხოვნებს, ბაზარზე კონიაკის დაბრუნების ნებართვას გასცემს.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











