
„ბუდა ბარის“ გახსნა დეკემბრისთვის გადაიდო. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ „ბუდა ბარის“
ლიცენზიის მფლობელი კომპანიის „ენტერ ტას“ ხელმძღვანელმა, არჩილ ჩოლოგაძემ
commersant.ge–ს განუცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთდება რთული დეკორაციები და ამას დიდი დრო მიაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბარის გახსნა რაღაც პერიოდით გადაგვედო,“ – ამბობს ჩოლოგაძე.
მისი თქმით, „ბუდა ბარში“ ძირითადად აზიური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც ინგრედიენტების შემოტანა საზღვარგარეთიდან მოხდება. „ამის გამო, კერძების ფასები საშუალო ან მაღალი იქნება,“ – ამბობს ჩოლოგაძე.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელ მზარეულებთან და უახლოეს მომავალში გაირკვევა თუ ვინ იქნება „ბუდა ბარის“ შეფ მზარეული.
„ბუდა ბარი“ რიყეზე 1400 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე განთავსდება და დაახლოებით სამას ადამიანზე იქნება გათვლილი.
თბილისში “ბუდა-ბარის” გახსნის შესახებ შეთანხმებას ხელი პარიზში გასული წლის ნოემბერში მოეწერა. პროექტს ლიცენზიანტი კომპანია “ენტერ-ტასი” ახორციელებს. თავდაპირველი გეგმით, თბილისური „ბუდა ბარი“ მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო. მოგვიანებით კი მისი გახსნა 2011 წლის ნოემბრისთვის გადაიდო.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებას კომპანიაში ამ დრომდე არ ასახელებენ.
Related Stories