
"გუდვილი" და "ჯი.მარტი" ბაზარზე ოპერირებას "გუდვილის" სახელით გააგრძელებენ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირWელს" "გუდვილიდან" აცნობეს, ამის შესახებ გადაწყვეტილება ორივე კომპანიის მენეჯმენტმა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
მისივე ინფორმაციით, იურიდიული რეკვიზიტები ორივე კომპანიას შპს "ჯი.მარტის" ექნება, ხოლო ბრენდის სახელად მათ "გუდვილი" შეინარჩუნეს.
"გუდვილ-ჯი.მარტის" გაერთიანება გაძლიერებას ნიშნავს. "ჯი.მარტის" შექმნის დღიდან ჩვენ ვაცხადებდით, რომ პარტნიორები ვართ და ძლიერ კონკურენციას ადგილი არ ექნებოდა. წელიწადნახევარია, რაც ჯი.მარტი შეიქმნა და ამ ხნის მანძილზე უბნის მაცხოვრებელთა შესყიდვების კულტურა სრულიად შეცვალა. მანამდე არსებული მოუწესრიგებელი ბაზრობა მთლიანად ჯი.მარტის შეთავაზებით ჩანაცვლდა. ამასთან, შეიქმნა პრეცედენტი, რომ დაბალშემოსავლიანმა ოჯახებმაც შესყიდვების განხორციელება კომფორტულად შეძლეს. ჯი.მარტს მენეჯერთა ძლიერი გუნდი ჰყავს, ისინი ბიზნესი ს განვითარების პერსპექტივას სწორად ხედავენ. ამ გაერთიანებით ჩვენ მომავალი კონკურენციისთვის ვემზადებით, რომელიც საცალო ბაზარზე შეიძლება, წარმოიშვას. ეს არის საერთო მიზანი, რომელიც ყველა რესურსის ოპტიმიზაციას ემსახურება. გაძლიერდა ადამიანური, საწარმოო, ტექნოლოგიური რესურსები. დარწმუნებული ვარ, ორივე მხარემ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გაერთიანებით, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელი იხეირებს", - განაცხადა "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჩარკვიანმა და დასძინა, რომ “სამომავლოდ საფასო პოლიტიკა კიდევ უფრო ლიბერალური გახდება".
"დაგროვებითი ბარათის სისტემაც გაერთიანდება და მომხმარებელი ერთი საერთო ბარათით ისარგებლებს. ჯი.მარტში დაგროვებული ქულები კი, რა თქმა უნდა, შეუნარჩუნდებათ", - აღნიშნა ჩარკვიანმა.
მისივე თქმით, დეკემბერში მომხმარებელს კიდევ ერთ ჰიპერმარკეტს შესთავაზებენ, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე განთავსდება.
პარალელურად "გუდვილის" გუნდი ახალ ბრენდსაც ამკვიდრებს, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უკვე წლის ბოლოს გააჟღერებენ.
Related Stories