
ფრანგული საცხობების ქსელმა „ანტრემ“ 160 000 ლარის ღირებულების ინვესტიციით, ბაგებში ახალი ობიექტი გახსნა. ეს ქსელის პირველი მინი „ანტრეების“ მაღაზიაა, რომლების გახსნასაც კომპანია 2011 წლიდან გეგმავდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"ანტრეს“ გუნდმა ქართველ დიზაინერებთან ერთად შეიმუშავა კაფეტერიის დიზაინის გეგმა.
„ ხალხს ძალიან უყვარს „ანტრე,“ ეს პატარა ფრანგული კუნძული თბილისში, და ამიტომაც გადავწყვიტეთ ახალი მაღაზიის გახსნა,“ ამბობს „ანტრეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ჟან მიშელ შარლი FINANCIAL-თან საუბარში.“ ჩვენ ადგილმდებარეობა პრაქტიკული მიზეზების გამო შევარჩიეთ. მაღაზიასთან ახლოს ბევრი ბიზნეს ობიექტი, სკოლა და ფიტნეს კლუბია. გარდა ბაგების მოსახლეობისა, ჩვენი კლიენტები წყნეთისა და კაკლების მაცხოვრებლებიც არიან. მინი „ანტრეში“ მხოლოდ 7-8 კაცი ეტევა. კაფე Take away პრინციპითაც მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტის თან წაღებაც შეგიძლიათ. ახალმა კაფეტერიამ სულ მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა,“ გვითხრა ჟან მიშელ შარლმა.
„ჩვენ შევქმენით უნიკალური კონცეფცია, რომელიც უამრავ მომხმარებელს მოიზიდავს და ნებისმიერ ევროპულ ქალაქში პოპულარულია,“ თქვა შარლმა. „ჩვენ ვამაყობთ კაფეტერიის ექსტერიერით და ინტერიერით, პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით.“
ფრანგული საცხობების ქსელი „ანტრე“ თბილისში 2008 წლის დეკემბერში გაიხსნა.“ ანტრეს“ კაფეტერიებში მყუდრო, სიგარეტის კვამლისა და ალკოჰოლისგან თავისუფალი გარემოა, სადაც უფასო wifi სერვისიც მოქმედებს.
„საქართველოში მიღწეული წარმატების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს ბიზნესი მეზობელ ქვეყნებში უკრაინა ში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგვეწყო, ამის შესახებ მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ,“ ამბობს შარლი.
„ანტრე“ მომხმარებელს ფართო ასორტიმენტის ფრანგულ პროდუქციას სთავაზობს. პროდუქცია ფრანგი შეფ-მზარეულების ზედამხედველობით მზადდება. ქსელში ადგილობრივი პროდუქციაც იყიდება. კაფე დილის 8 საათზე იღება, რაც ცოტა უჩვეულოა თბილისისთვის. კაფეტერიას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს დილას. ეს საუკეთესო ადგილია სასაუზმოდ და ყავის დასალევად.
„კაფეში არსებული ფასები არ არის დაბალი, რადგან ხარისხი ყოვეთვის უნდა შეესაბამებოდეს ფასს.“ ანტრეს“ ყველა პროდუქტი ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება, ყოველგვარი ქიმიური ნივთიერერების გარეშე,“ აღნიშნავს შარლი.
ამჟამად, „ანტრეში“ 100-მდე ადამიანია დასაქმებული.
Related Stories