“პოპულის” სწრაფი კვების ობიექტების ქსელმა ბაზარზე კონკურენცია ვერ
გაზარდა. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ სწრაფი კვების ქსელებში “ორ წუთსა” და “ორ ლულაში”
commersant.ge–ს განუცხადეს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შეგახსენებთ: "პოპულმა" ახალი ქსელი სახელწოდებით "გაამოთ" ზუსტად ერთი წლის წინ გახსნა. მაშინ მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მომავალში ქსელის გაფართოებას გეგმავდა, თუმცა დღემდე „გაამოთ“ მხოლოდ ერთი ობიექტითაა წარმოდგენილი.
“ორი წუთის” მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თამუნა გონგაძის თქმით, “პოპულის” სწრაფი კვების ობიექტების ქსელს მათთვის ბაზარზე არაფერი შეუცვლია. “ჩვენ ჯანსაღი პროდუქტი გვაქვს და მომხმარებელიც შესაბამის არჩევანს აკეთებს. “პოპულის” სწრაფი კვების ობიექტისგან კი დღემდე კონკურენცია ვერ ვიგრძენით,” – ამბობს განგაძე. მსგავს განცხადებას აკეთებს “ორი ლულას” მენეჯერი სოსო კაციტაძეც. მისი თქმით, დიდი ხანია, რაც “პოპულის” “გაამოთ” არსებობს და ბაზარზე მისი შემოსვლიდან დღემდე, მათი კომპანიისთვის არაფერი შეცვლილა. “ორი წუთიცა” და “ორი ლულაც” უახლოეს მომავალში გაფართოებას აპირებენ.
“ორი წუთის” მარკეტინგის მენეჯერის, თამუნა განგაძის თქმით, ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით სულ 8 ობიექტი აქვთ და სამომავლოდ ქალაქის სხვა უბნებშიც იგეგმება ახალი ფილიალების დამატება. “ორი ლულა” გაფართოებას მომავალი წლისთვის გეგმავს. კომპანიის მენეჯერის, სოსო კაციტაძის თქმით, თავდაპირველად აქცენტი დედაქალაქზე გაკეთდება. რაც შეეხება ფასებს, “ორ წუთში” პროდუქციის ღირებულება 1,50 ლარიდან 3,20 ლარამდე მერყეობს, “ორ ლულაში” კი 1,60–დან 6 ლარამდე.
Related Stories