
მაინის ფრანკფურტის სასამართლომ კომპანია Ferrero–სგან Nutella–ს ქილებზე ეტიკეტის გამოცვლა მოითხოვა, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სასამართლოს აზრით, ეტიკეტზე დატანებულ ინფორმაციას პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულებისა და მასში შემავალი ვიტამინების შესახებ მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. სარჩელი სასამართლოში გერმანიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კავშირმა შეიტანა.
Nutella–ს ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, თხილისა და შოკოლადის პასტის 15–გრამიანი პორცია შაქრისა და ცხიმების დღე–ღამურ ნორმას შეიცავს, ვიტამინებისა და მინეტალების პროცენტი კი 100 გრამიანი პორციაზეა დაანგარიშებული. მოსამართლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მაღაზიაში მომხმარებელს არ აქვს დრო, რომ დეტალურად შეისწავლოს ეტიკეტი და შესაძლოა იფიქროს, რომ Nutella–ში ბევრი ვიტამინი და მინერალი, და ცოტა ცხიმი და შაქარია.
რეალურად კი, მაგალითად „ე“ ვიტამინის დღე–ღამური ნორმის მისაღებად, Nutella–ს ერთი ქილა პასტის მეოთხედის მიღებაა საჭირო. ახალ ეტიკეტზე მონაცემები 15–გრამიანი პორციის მიხედვით იქნება დატანებული.თუკი კომპანია ძველი ეტიკეტის გამოყენებას გააგრძელებს, მას 250 ათასი ევროს ჯარიმა ემუქრება. Ferrero სასამართლოში აპელაციის შეტანას აპირებს, თუმცა წლის ბოლოს ახალ ეტიკეტებს მაინც დაბეჭდავს.
Related Stories