აჭარაში ინვესტიციების მოცულობა 14 პროცენტით გაიზარდა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

დევიდ ლი: ტურიზმის, კომუნიკაციების და ღვინის ბიზნესი ამერიკელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველია

30/11/2011 12:00 (173 დღე 16:39 minutes ago)

david-lee-financial.jpg

"საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად ახლა საუკეთესო დროა, დაახლოებით ხუთ წელიწადში ბევრი სექტორი სრულად განვითარდება და  ახალი ბიზნესი ს წამოწყება უფრო რთული იქნება,“ აცხადებს ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი საქართველოში, დევიდ ლი.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მისი თქმით, უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სამი უპირატესობა იზიდავთ: კორუფციის დაბალი დონე, მთავრობის მხარდაჭერა და  განუვითარებელი ბაზარი თითქმის ყველა სექტორში.

როგორც დევიდ ლი აცხადებს, საქართველოში ტურიზმის, კომუნიკაციების და ღვინის ბიზნესი ამერიკელი ინვესტორები სათვის ყველაზე მიმზიდველია. რაც შეეხება საქართველოს ყველაზე მოთხოვნად რეგიონებს, ლის თქმით, ამერიკელები ამჟამად აჭარით და თბილისით არიან დაინტერესებული. 

დევიდ ლი თვლის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორი კარგად ვითარდება. ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ამ სექტორში რამდენიმე ინვესტიცია განახორციელა.  „მთავრობა ახლა მთლიანად ამ სექტორის განვითარებაზეა გადართული. საქართველოს შესანიშნავი კლიმატი და მიწა აქვს, რაც უნდა გამოიყენოს."

დევიდ ლიმ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საქართველომ უცხოელი ინვესტორები დააინტერესოს. „ ყველა მოქალაქემ, როცა კი მათ უცხოელ ბიზნესმენთან საუბრის საშუალება მიეცემა, საქართველოს პოპულარიზაცია უნდა მოახდინოს ინვესტირების კუთხით. ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობებს რაც შეეხება, საქართველოს ძალიან ბევრ ქვეყანასთან მოუწევს კონკურენციის გაწევა. თითქმის ყველა ქვეყანას აქვს სავაჭრო ურთიერთობა ამერიკასთან. საქართველომ ყურადღება იმ ტერიტორიებზე უნდა გაამახვილოს, რომელსაც კარგი მდებარეობა და კორუფციის დაბალი დონე აქვს.

ლიმ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს საერთო ეკონომიური მდგომარეობა. „ საქართველო იზრდება იმ დროს, როდესაც ევროპა და ამერიკა კრიზისის წინაშეა. ყველა გლობალურ კომპანიას ზრდა ესაჭიროება გადარჩენისთვის, ამიტომ მათ განვითარებად ბაზრებზე უნდა გადაინაცვლონ, რათა ზრდა განაგრძონ."

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6211 0.0008
1 ევრო EUR 2.0710 0.0128
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7242 0.0104
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5649 0.0028
1 თურქული ლირა TRY 0.8865 0.0018
100 რუსული მანეთი RUB 5.2028 0.0362
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

ფინანსები
ევროპის განვითარების ბანკი საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს გამოუყოფს

18/05/2012 13:29 (3 დღე 15:10 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის განვითარების ბანკი 2012 წელს საქართველოს 140 მილიონი დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზსს გამოუყოფს, რომელიც საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და საფინანსო სექტორის განვითარებაზე დაიხარჯება.







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group