| "სოკარისა" და "გუდვილის" მულტიფუნქციური კომპლექსი მომხმარებელს დღეიდან მიიღებს |
|
01/12/2011 12:11 (172 დღე 16:28 minutes ago) | ||||||||||||
|
"სოკარისა"და "გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარეობს, მომხმარებელს დღეიდან მიიღებს.
როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, "გუდვილის" ინფორმაციით, კომპლექსში წარმოდგენილი "სოკარის" ავტოგასამართი სადგური ინფრასტრუქტურულად ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. აღნიშნული ავტოგასამართი სადგურიც, როგორც "სოკარის" ყველა ავტოგასამართი ობიექტი, იაპონური ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც ჩასხმის 100% სიზუსტეს უზრუნველყოფს.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











