
“ქუთაისის საფეიქრო ქარხანა” კრიზისიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც Commersant.ge–ს საწარმოს დირექტორმა, სოსო ლანჩავამ განუცხადა, შარშანდელთან შედარებით, წელს მათ პროდუქციას მეტი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა ეს მატების უმნიშვნელო რაოდენობაა, რაც კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის საშუალებას არ იძლევა.
ლანჩავას თქმით, “ქუთაისის საფეიქრო ქარხანას” დაბალპროცენტიანი სესხი 2013 წლამდე აქვს აღებული. მისი დაფარვის შემდეგ კი, კომპანია უფრო აქტიურ საქმიანობას დაიწყებს. “სესხის დაფარვის შემდეგ, საბაზრო საქონლის გამოშვებაც გვინდა, ალბათ, უფრო ქსოვილებს დავამატებთ,” – განაცხადა სოსო ლანჩავამ.
მისი თქმით, მათ 2011 წლის პირველ ნახევარში პირველად განახორციელეს ექსპორტი და 30 000 დოლარის ღირებულების პროდუქცია უკრაინის ბაზარზე შეიტანეს. 2012 წელს ეს მოცულობა 80 000 დოლარამდე გაიზრდება.
საქართველოში კი, წელს 300 000 ლარის ღირებულების ტექნიკური ნაწარმი გაიყიდა. “ქუთაისის საფეიქრო ქარხანა” ძირითადად ტექნიკურ საფილტრე ქსოვილებს აწარმოებს, რომლებიც მეტალურგიულ ქარხნებში და შაქრისა და ცემენტის წარმოებაში გამოიყენება. სამომავლოდ კომპანია საქართველოსა და უკრაინის ბაზარზე უფრო მყარად დამკვიდრებას აპირებს.
Related Stories