საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 29 ნოემბერს Tramex International Inc-თან შეთანხმებას მიაღწია, იუწყება რადიო კომერსანტი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
კერძოდ, ქართულმა მხარემ საბოლოოდ დაასრულა მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავა-ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავა შეეხებოდა 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია "საქნავთობმა" გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებთან რონი ფუქსსა და იოანის კარდასოპულოსთან. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ კომპანიას, Tramex International Inc-ს ეძლეოდა ექსკლუზიური უფლება ქვეყანაში არსებულ გაზისა და ნავთობის ინფრასტუქტურაზე. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ერთ წელიწადში ამავე კომპანიამ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო ქმედებების შედეგად, მოიპოვა 30-წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და მომავალში გაყვანილ ნავთობსადენებზე. ხელშეკრულებების სანაცვლოდ, კომპანიას საქართველოს სასარგებლოდ არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. მეტიც: არ შესრულებულა ის მცირედი ვალდებულებები, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.
1996 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია, საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მართვის სრული უფლება სწორედ ამ კორპორაციამ მიიღო. რის შემდეგაც კომპანია Tramex International Inc-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს დავა მათ მიერ გაფორმებული კონტრაქტების კანონიერების თაობაზე როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟში.საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, Tramex International Inc-ის წილის მფლობელების რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპოლუსის სასარგებლოდ, საქართველოს დაეკისრა 98 მილიონი დოლარის გადახდა, რომელმაც მზარდი პროცენტის გამო 110 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საბოლოოდ, საქართველო გადაიხდის დაკისრებული თანხის მხოლოდ 1/3–ს.
Related Stories